13:59 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

გამოდით უქნარა მაკონტროლებლის როლიდან და დააბრუნეთ მოსწავლეები საკლასო ოთახებში –  ნანა ტოხვაძის რეკომენდაციები მიხეილ ჩხენკელს

გამოდით უქნარა მაკონტროლებლის როლიდან და დააბრუნეთ მოსწავლეები საკლასო ოთახებში –  ნანა ტოხვაძის რეკომენდაციები მიხეილ ჩხენკელს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის განცხადებით, არც სასწავლო პროცესის დაწყების გადავადება და არც მხოლოდ ონლაინ სწავლება გამოსავალი არ არის და განათლების სამინისტროსგან განმარტებებს მოითხოვს, თუ რა მოსამზედებელ სამუშაოებს დაუთმო ზაფხულის თვეები საჯარი სკოლებში, თუნდაც დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის და უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისთვის.

 

ტოხვაძე სამ რეკომენდაციას სთავაზობს განათლების სამინისტოს, რომელიც საჯარო სკოლების დახმარებას, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის გაგრძელებას და უსაფრთხოების მართვის პროცესში მშობლების ჩართულობას ითვალისწინებს

 

„წესითა და რიგით დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნდა მიგველოცა მოსწავლეებისთვის, ისე როგორც ეს მოხდა განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში. განათლების სამინისტრომ შექმნა პოზიტიური მოლოდინი და უპასუხისმგებლოდ გადაავადა სწავლის დაწყება. ვინაიდან არც გადავადება და არც მხოლოდ ონლაინ სწავლება გამოსავალი არ არის, კეთილი ინებოს სამინისტრომ და განმარტოს რა მოსამზედებელ სამუშაოებს დაუთმო ზაფხულის თვეები საჯარი სკოლებში თუნდაც დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის და მით უფრო უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისთვის.

 

3 რეკომენდაცია  მიხეილ ჩხენკელს:

 

1) გამოდით უქნარა მაკონტროლებლის როლიდან და დაეხმარეთ საჯარო სკოლებს.

 

2) ჩამოეხსენით კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მიეცით საშუალება დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძონ სწავლება

 

3) ჩართეთ მშობლები უსაფრთხოების მართვის პროცესში და დაუყოვნებლივ დააბრუნეთ მოსწავლეები საკლასო ოთახებში“ – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

 

 

R

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +