fbpx
00:46 | 2020-03-14 ავტორი: Prime Time

გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც თვითიზოლაციაში მყოფებს მოამარაგებენ

გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც თვითიზოლაციაში მყოფებს მოამარაგებენ

ორგანიზაცია „ახალი საზოგადოება”, Facebook-გვერდზე აქვეყნებს მიმართვას, სადაც მოხალისეობრივ მზადყოფნას აცხადებს, ამირან გამყრელიძის მოწოდებაზე.

 

ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

 

„ორგანიზაცია „ახალი საზოგადოება“ ერთვება ბატონ ამირან გამყრელიძის მოწოდებაში.

 

ჩვენ ჩვენს თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მზად ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ და მოვემსახუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.

 

თუ თქვენ არ გყავთ ვინმე, ვინც თქვენს მაგივრად წავა წამლის საყიდლად, ამას ჩვენ გავაკეთებთ.

 

ასევე მოვუწოდებთ ახალგაზრდებს: ჩაერთეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რადგან მოხუცებში მაღალი რისკი არსებობს ვირუსის განვითარების. დავეხმაროთ მათ სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

 

შეძლებისდაგვარად ჩვენ გავაკეთებთ დასახმარებელი ადამიანების სიას, თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაგვიწიოს დახმარება, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

 

მოხალისეებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X