18:00 | 2020-04-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვაღიარებ, ბზობას შსს-ს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად – გიორგი გახარია

ვაღიარებ, ბზობას შსს-ს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებში ხალხმრავლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, იგეგმება თუ არა ჯარიმების გამკაცრება, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ გამკაცრდება აღსრულება და არა ჯარიმები.

 

„ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. ვაღიარებ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უნდა ემოქმედათ უფრო ეფექტურად.

 

ამას ვაღიარებ, თუმცა ჯარიმების უფრო გამკაცრება არ იგეგმება“,- განაცხადა გახარიამ.

 

გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

 

ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები