fbpx
19:26 | 2020-10-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„გამიტყდა, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა“ – კორონავირუსით კიდევ ერთი მომღერალი დაინფიცირდა

„გამიტყდა, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა“ – კორონავირუსით კიდევ ერთი მომღერალი დაინფიცირდა

ინფიცირებულთა შორის კიდევ ერთი მომღერალია – ელენე კალანდაძე კოვიდ დადებითია. ამ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს:

 

„მეგობრებო, პირველი ის, რომ კოვიდ დადებითი ჰელენი ვარ. გუშინ მოვიდა PCR-ის პასუხი, რომლის გამოსახულებამაც მომენტალურად გამაშეშა, გამყინა და ერთადერთი, რაც იმ მომენტში მესმოდა, იყო ჩემი გაძლიერებული გულის ცემა. რა თქმა უნდა, გამიტყდა, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.

 

მეორე: ვინც ნერვიულობთ და გაინტერესებთ, როგორ ვარ ფიზიკურად, გეტყვით, რომ აბსოლუტურად ყოჩაღად, არანაირი სისუსტე და გართულება. სახლში ვარ და მე თვითონ ვუვლი თავს ზუსტად ისე, როგორც გვარიგებენ ექიმები.

 

2020-10-23"ვიცვლიდით ტანსაცმელს და როგორც ჩანს ამ დროს გადმომეცა ვირუსი" - თიკა ფაცაციამ კოვიდი დაამარცხა

 

მესამე: ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა (იმ შემთხვევაში, თუ მეც კოვიდ ინფიცირებული გავხდებოდი) იყო ის, რომ არ გადამედო სხვისთვის და საფრთხე არ შემექმნა მათი ჯანმრთელობისთვის. მხოლოდ მაგის დარდი მკლავს.

 

ყველასთან იმაზე ვხუმრობდი, რომ მე თუ კორონა მექნება-მეთქი, ჩემგან სიყვარულის მეტი არაფერი გადაგედებათ. ჰოდა, ღრმად მწამს მაგის და ზუსტად ვიცი, ეს ასეც იქნება.

P.S.: გაავრცელეს ხმა, რომ ლილისაც აქვს კორონა, ასე არ არის. ლილის პასუხი უარყოფითია.
მადლობა თითოეულის გამხნევებისთვის I’m really fine.
თქვენი COVID Positive Helen” – წერს მომღერალი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X