fbpx
10:35 | 2020-09-29 ავტორი: Prime Time

გამძუყნეს, ფატები და ყანწები დამიშინეს… კარგად ვარ გადარჩენილი – ნათია ფანჯიკიძე ახალ რეფორმებზე

გამძუყნეს, ფატები და ყანწები დამიშინეს… კარგად ვარ გადარჩენილი – ნათია ფანჯიკიძე ახალ რეფორმებზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ახალ შეზღუდვებს იუმორისტული, თუმცა პრაქტიკული ამბების გახსენებით ეხმიანება.

 

როგორც ფანჯიკიძე წერს, რეფორმები კარგად გაანალიზების გარეშე არ უნდა შესთავაზო საზოგადოებას, თორემ შესაძლოა, „გაილახო კიდეც“,

 

„ორშაბათია და შევაჯამოთ ახლა, კვირის შედეგები, – მაშასადამე, ამის ქვედა სტატუსიდან ირკვევა, რომ ჩემი თაობის ქართველი ბავშვების უმრავლესობა ერთობოდა შამანობით. ყველაზე ხშირად გამოძახებული სულები – თამარ მეფე და სტალინი. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა, – გათხოვება და გამოცდების შედეგები. სულ თამარ მეფის და სტალინის რეკომენდაციითაა დაოჯახებული და უმაღლესდამთავრებული თქვენი მშობლების თაობა ბავშვებო.

 

ხვდებით, ხო, რატომ არ უნდა აგვიშალოთ ნერვები და რა შემწყნარებლური უნდა იყოთ მშობლების მიმართ? ესენი გიშლიან თქვენ კომპიუტერულ თამაშებს? მე კიდევ, ქორწინება საჭირო არაა, ავკრძალოთ- მეთქი, ერთხელ რომ ვთქვი და გამძუყნეს, ფატები და ყანწები დამიშინეს და ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარების, რა კარგად ვარ გადარჩენილი, დიდება და მადლობა უფალს. ასეა, გამოკვლევას რომ დააკლებ საკითხს და პირდაპირ რეფორმას შესთავაზებ მოსახლეობას, კიდევაც გაილახები“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X