00:33 | 2020-04-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გამარჯობა სიცოცხლე.. მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი !“ – რას წერს ქართველი ქალი კორონავირუსის დამარცხების შემდეგ

50 წლის ქარ­თვე­ლი ინფიცირებული, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ქართველ მედ.პერსონალს მადლობას უხდის.

 

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

 

„გამარჯობა სიცოცხლე, გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ.

 

5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი. ასე დავარქვი.

 

უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი ოჯახის გადამრჩენელ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორ ბატონ ლევან რატიანს,

 

პროფესორ კახაბერ ჭელიძეს, მთელი კლინიკის მედ.პერსონას ასეთი სიკვდილ-სიცოცხლესთან ჭიდილში.

 

​მადლობა ჩემს სულიერ მამა სერაფიმეს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, მთელ თბილისს, მსოფლიოს, ვინც გვერდში მედგა ამ საშინელი ჩუმი სიკვდილის ვირუსთან ბრძოლის დროს.

 

მადლობა მინდა გადავუხადო სკოლა „მწიგნობართუხუცესის“ ორივე კორპუსის მთელ გუნდს, განსაკუთრებით, ქალბატონ ლია მუსხელიშვილს, რომელიც პირველივე წუთიდან მედგა გვედით, ჩვენი მაკა ექიმი, თიკო, ქეთი, ჩემი გულიკო, ლეილა, თამუნა, ალეკო, მადლობა ვინც მირეკავდითმამხნევებდით, მადლობა, არ გამომრჩეს კლინიკის ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, უფალო დალოცე, ყველას წინაშე ქედს ვიხრი, მიგულეთ ერთგულ მეგობრად“, – წერს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 კი გარდაიცვალა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X