14:30 | 2020-09-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გამარჯობა! მე ნავალნი ვარ, გუშინ დამოუკიდებლად სუნთქვა შევძელი“ – რუსი ოპოზიციონერი Instagram-ზე გამოჩნდა

„გამარჯობა! მე ნავალნი ვარ, გუშინ დამოუკიდებლად სუნთქვა შევძელი“ – რუსი ოპოზიციონერი Instagram-ზე გამოჩნდა

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი, მოწამვლის შემდეგ Instagram-ზე პირველ პოსტს აქვეყნებს:

გამარჯობა, მე ნავალნი ვარ. მენატრებით. მე ჯერ არაფერი შემიძლია. გუშინ მე შევძელი დამოუკიდებლად სუნთქვა, სრულიად დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე. ეს არის შეუფასებელი პროცესი. რეკომენდაციას გიწევთ“, – წერს პოლიტიკოსი.

ალექსეი ნავალნი და ჩაი, როგორც პუტინის სასიკვდილო იარაღი
2020-08-27ალექსეი ნავალნი და ჩაი, როგორც პუტინის სასიკვდილო იარაღი

 

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.

 

22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

 

2 სექტემბერსგერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +