14:27 | 2020-04-10 ავტორი: თამთა თორდია

გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​

გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც გუშინ ქართველი მომღერლების მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს ეხება.

 

მისი თქმით, გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია, თუმცა მათ ამის ნებართვა არ გაუციათ.

 

„კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.

 

მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.

 

კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.

 

ეს არის ქურდობა.

 

უფლების დარღვევა= კანონის დარღვევას.

 

ვინ არის ამ კლიპის ავტორი? საქპატენტი • Sakpatenti“, – წერს გიორგი ჩალაძე.

 

კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს…

Gepostet von Gio Chaladze am Donnerstag, 9. April 2020

 

ამ თემაზე:

 

ნახეთ, ქართველი მომღერლების კლიპი covid-19 წინააღმდეგ, რომელიც უკვე განხილვის თემაა
2020-04-10ნახეთ, ქართველი მომღერლების კლიპი covid-19 წინააღმდეგ, რომელიც უკვე განხილვის თემაა

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +