00:38 | 2020-07-23 ავტორი: მარი ჯაფარიძე

გახდნენ გოგიტიძეები, მოქალაქობაც მიიღეს და შემდეგ გამძარცვეს! – ზაურ გოგიტიძე ბიზნესმენ ძმებს, ფექბუიუქებს ადანაშაულებს

გახდნენ გოგიტიძეები, მოქალაქობაც მიიღეს და შემდეგ  გამძარცვეს! – ზაურ გოგიტიძე ბიზნესმენ ძმებს, ფექბუიუქებს ადანაშაულებს

20 წლის წინ ზაურ გოგიტიძემ თავისი გვარის კვლევა გადაწყვიტა და ამ ძიების პროცესში ოსმან ფექბუიუქი გაიცნო, რომელიც მაშინ თურქეთში ცხოვრობდა. ის ქობულეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან საუკუნის წინ გადასახლებული გოგიტიძე აღმოჩნდა.

 

ზაურ გოგიტიძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ძმების სულაიმანისა და ოსმანის გოგიტიძეობას ისტორიული წყაროები და საარქივო ჩანაწერებიც ადასტურებს.

 

მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი ქართველ მამას ეძებს - ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად
2020-07-16მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი ქართველ მამას ეძებს - ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად

 

წლების შემდეგ ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ზაურ გოგიტიძის დახმარებით დაიბრუნეს ძირძველი გვარი, გახდნენ გოგიტიძეები, ისწავლეს ქართული ენა, მოქალაქობაც მიიღეს და შემდეგ, როგორც თავად ირწმუნება, თაღლითურად გაძარცვეს.

 

მათ შორის ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მაგრამ ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ სულეიმანმა ის გამოიყენა, ქონება წაართვა თაღლითური გზით და ზურგი აქცია.

 

ზაურ გოგიტიძე:

ოსმანმა აქ დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა – ბიზნესი. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავრჩი უმუშევარი და მას ვთხოვე, დავესაქმებინე. მისი ძმა, სულეიმანი აპირებდა საქართველოში საქმიანობას და რომ ჩამოვიდა, შემომთავაზა, ნერგები შემოვიტანოთ და ბიზნესი დავიწყოთო. თავიდანვე არანაირი პირობა არ გვქონია. მე მქონდა ნულოვანი კომპანია და შემოვიყვანე 50%-იან მეწილედ. მარტო ვცხოვრობდი და ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთი სიტყვით, კარგი ურთიერთობა გვქონდა.

 

Exclusive: მოსკოველმა ქალბატონმა 31 წლის შემდეგ მამა იპოვა - „პრაიმტაიმმა“ მას ზუგდიდში მიაგნო
2020-07-17Exclusive: მოსკოველმა ქალბატონმა 31 წლის შემდეგ მამა იპოვა - „პრაიმტაიმმა“ მას ზუგდიდში მიაგნო

თავიდან, ჩემი ნდობა რომ მოეპოვებინა, ნერგების პატარა პარტიები შემოჰქონდა, მერე უკვე დიდი პარტიის შემოტანა შემომთავაზა და ასევე – იჯარით აღებულ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყება, რისთისაც ფული იყო საჭირო. საქმეში ჩამადებინა ორი მანქანა, შემდეგ – ბინაც. ფული, რაც ბანკიდან სესხის სახით გამოვიტანე, მას გადავეცი და ძირითადი სესხის თავდებიც კი გახდა ბანკში. 85 ათასი ლარი მხოლოდ ბინის იპოთეკური სესხი იყო, მანქანები – კიდევ სხვა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ პარტნიორები ვიყავით და საერთო საქმეს ვაკეთებდით.

 

 

 

ამის შემდეგ, როდესაც უკვე ჩემგან ამოსაღები ყველა თანხა ამოიღო და აღარაფერი დამრჩა, განზე გადგა. აღარც ყოველთვიურ გადასახდში მონაწილეობდა. მის ძმასაც ავუხსენი ჩვენი სიტუაცია, მაგრამ აინუნშიც არ ჩამაგდო. ახლა უმუშევარი ვარ და ყოველთვე 3 000 ლარზე მეტს ვიხდი ბანკში, რომ ბინა არ დავკარგო და უკვე ძალიან გავიჭედე. ჩავრიე გოგიტიძეები, მათაც სთხოვეს, რომ გაენულებინა ჩემი დავალიანება, მაგრამ არც ისინი ჩააგდეს რამედ.

 

მაქვს ჩანაწერიც, სადაც სულეიმანი ვალს აღიარებს, ამბობს, რომ მანქანა რომ დავალომბარდე, იმ მანქანას 2019 წლის 1გვისტომდე დაიხსნიდა ლომბარდიდან.

 

სულეიმანმა დამბლოკა ფეისბუკზეც, აღარც ჩემს ტელეფონს პასუხობს. იმის თანხაც არ მაქვს, რომ ადვოკატი ავიყვანო და სასამართლოში გავარჩიოთ საქმე. ახლა საჯარო განცხადებას ვაკეთებ, რომ იქნებ სამართალს მივაღწიო.

 

მოთმინების ფიალა აივსო, 2017 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მხოლოდ 2 თუ 3 თვის სესხი დაიფარა სულეიმანის ნერგების გაყიდვიდან, მას შემდეგ ყოველთვიურად ვიხდი 3ათასზე მეტს, რომ ბანკმა ბინა არ წამართვას და ლომბარდმა – მანქანა, ვალს ვალი ემატება.

 

დაწერილი მაქვს განცხადება როგორც ქართულად, ასევე თურქულადაც და თურქეთის პრეზიდენტს, შსს მინისტრს, გენპროკურორს გავუგზავნი, საჭიროებისამებრ.

 

Exclusive: ტიროდა იულია, რომ მელაპარაკებოდა - ინტერვიუ კაცთან, რომელიც მოსკოველი  ქალბატონის ქართველი მამა აღმოჩნდა
2020-07-17Exclusive: ტიროდა იულია, რომ მელაპარაკებოდა - ინტერვიუ კაცთან, რომელიც მოსკოველი ქალბატონის ქართველი მამა აღმოჩნდა

„პრაიმტაიმი“ ოსმან გოგიტიძესაც დაუკავშირდა:

– რასაც ზაური ამბობს, მე მგონია რომ არაადეკვატური ადამიანის რეაქციაა. მე და ჩემი ძმა საქართველოში ვართ წლებია და უამრავი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. ანზორი ჩვენი ნათესავია, საქმისადმი რაღაცნაირი მიდგომა აქვს, ტელეფონზეც კი არ გვპასუხობს და ვალი თუ გვაქვს, რატომ არ გვთხოვს? რა ვალი გვაქვს მისი, დაგვიმტკიცოს. დავურეკავ ადვოკატს და აუცილებლად მივყვები ამ საქმეს. იმანაც მოიყვანოს თავისი ადვოკატი და გავერკვიოთ. ის ცდილობს, ახლა ჩრდილი მოგვაყენოს და რეპუტაცია შეგვილახოს. თვითონ რა ვალდებულებები ჰქონდა ამ საქმეში, წარმოადგინოს ხელშეკრულება და დაამტკიცოს, რა თანხა ჩადო საქმეში. ასე ჰაერზე ლაპარაკი არ შეიძლება. უამრავი ინვესტიცია მაქვს გაკეთებული საქართველოში, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაშიც ვმონაწილეობ და ხალხს ვასაქმებ.

 

ადამიანებს თუ რამე გაურკვეველი აქვთ ერთმანეთში, უნდა დასხდნენ, ილაპარაკონ და გაარკვიონ მტყუან-მართალი. მე რომ გოგიტიძე არ ვყოფილიყავი, საქართველოში რა მინდოდა? რუსეთიდან ჩამოვედი იმიტომ, რომ თურქეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობები დამემყარებინა. რას ხელმძღვანელობდა ამ ბიზნესში, ეგეც გავარკვიოთ. თუ მე რამეს შევპირდი და არ გავაკეთე, კი ბატონო, მაშინ გაბრაზდეს. როგორც საერთაშორისო, ცივილურ ურთიერთობებს შეეფერება, ისე მოიქცეს. სამი ქვეყნის ურთიერთობებს სჭირდება ჩვენი აქ ყოფნა და სწორი მიდგომა. მივალ, შევხვდები და იქით წავუყენებ პრეტენზიას, მერე რას იტყვის? ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, მითხრას რა არ შევასრულე.

 

ის თავად მეცოდება, რადგან ვერ გამოვა სიტუაციიდან და ჯობია, ისეთი ნაბიჯები არ გადავდგათ, რაც სიტუაციას უარესობისკენ წაიყვანს. წერილი დაუწერია თურქულადაც და ვერ გავიგე, ეს რა, ხუმრობაა? თუ ხუმრობა არაა, მაშინ რა საქციელია?

 

მე მამამისს პატივს ვცემ, როცა გარდაიცვალა, მაშინაც იქ ვიყავი, მის გვერდით. ის კაცი ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მე მასთან მართალი ვარ და თუ დავსხედით და საქმე გავარკვიეთ, მას რა დაემართება, მეცოდება.

 

მე მზად ვარ, შევხვდე და და დაველაპარაკო. ჩვენ შორის არ შეიძლება, რაიმეს მოპარვა და მოტყუება. ჩემი ძმა ჩემს კომპანიასთან არანაირ კავშირში არაა, მაგრამ თუ ზაური დაამტკიცებს, რომ ჩემს ძმას მისი ვალი აქვს, მე ავიღებ ჩემს თავზე ამ ვალის გადახდას. იმიტომ კი არა, რომ ვალდებული ვარ, იმიტომ, რომ ჩემს ძმას ამოვუდგები მხარში. ისიც ჩვენი ნათესავია – ზაური რომ გოგიტიძე არ იყოს, მე ასე არ მოვიქცეოდი.

 

Exclusive: მინდა, მამაჩემი ყველას წავართვა და უბრალოდ მასთან მარტო ვიყო... - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც მამა 31 წლის შემდეგ იპოვა
2020-07-21Exclusive: მინდა, მამაჩემი ყველას წავართვა და უბრალოდ მასთან მარტო ვიყო... - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც მამა 31 წლის შემდეგ იპოვა

მას თუ აქვს სამართლებრივი გზა, მეც მაქვს, რადგან ეს მთავრობა ერთი ადამიანისთვის არ არსებობს მხოლოდ, მისი ყველა მოქალაქისთვის არსებობს. ვფიქრობ, რომ ადამიანურად და ჯენტლმენურად უნდა მივუდგეთ ყველაფერს, რომ არც ის დაზარალდეს და არც ჩვენ და ამაზე საკუთარი თავით ვარ პასუხისმგებელი. სერიოზული ბიზნესი გვაქვს და ვალდებულება, საქართველოს მთავრობის წინაშე. 50 ადამიანზე მეტი მუშაობს ჩვენს კომპანიაში, ახლა ახალ ქარხანას ვაკეთებთ და 300 ადამინს დავასაქმებთ.

 

ახლა გახარების დროა, ხალხიც უნდა გავახაროთ და ქვეყანაც. თუ ჩემს ძმას რაიმე შეცდომა აქვს დაშვებული, პასუხისმგებელი ვარ, რომ გამოვასწორებ. საქართველოში საჩხუბრად არ ვართ ჩამოსული ჩვენ, საქმისთვის ვართ და სერიოზული მიდგომა აქვს მთავრობას ჩემი ბიზნესის მიმართ. ამ პანდემიის დროს თურქეთიდან ხალხი ჩამოვიყვანე, ვამუშავე და ერთ თურქეთიუდან ჩამოსულ მუშაზე 50 ადგილობრივი დავასაქმე. 1 ოპერატორი ჩამოვიდა და 50 ოჯახი დადგა ფეხზე. ჩემი ქარხანა აწარმოებს პლასტმასის ჭურჭელსა და ყუთებს, ხილ-ბოსტნეულისთვის.

 

ბიზნესპარტნიორებმა წაგებაც და მოგებაც უნდა გაინაწილონ. კიდევ ვიმეორებ, მზად ვარ, შევხვდე ზაურ გოგიტიძეს და თუ დადგინდება, რომ მისი ვალი აქვს ჩემს ძმას, მზად ვარ, ის ვალი ჩემს თავზე ავიღო. ქართველი ვარ და აქ ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X