12:05 | 2020-06-04 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გახარიას შეუძლია ამდენი უსაქმური ჩაიბას და რაღაც შედეგი დადოს – გია ხუხაშვილი

გახარიას შეუძლია ამდენი უსაქმური ჩაიბას და რაღაც შედეგი დადოს – გია ხუხაშვილი

სანამ მმართველ პარტიაში არ გადაუწყვეტიათ, გაუშვან თუ არა არჩევნებამდე თანამდებობიდან პრემიერი გახარია, პოლიტიკურ წრეთა ნაწილში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომას არ ეთანხმებიან.

 

როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პაიმტაიმთან“ განაცხადა, გახარიას თანამდებობიდან გადადგომა მმართველი პარტიისთვის თვითდაზიანების ტოლფასი იქნება.

 

გახარიამ დაასახელა შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ
2020-06-04გახარიამ დაასახელა შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ

 

„გახარიას გადადგომაში არანაირი პოლიტიკური ლოგიკა იქნება. გახარია არის „ქართულ ოცნებაში“ ერთაერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამდენი უსაქმური ჩაიბას და რაღაც შედეგი დადოს.

 

მისი გადადგომა თვითდაზიანების ტოლფასი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

 

კითხვაზე, იქნება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქართული ოცნების’ სიის პირველი ნომერი? ხუხაშვილი გვპასუხობს, რომ წულუკიაი ანტიგმირია და მასზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია.

 

„წულუკიანზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! წულუკიანი ჩემთვის ანტიგმირია და შესაბამისად, მასზე საუბარს არ ვაპირებ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

 

ინფორმაციისთის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს. ამ ინფორმაციას მმართველ პარტიაში, ჯერჯერობით, ერ ადასტურებენ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

0
კომენტარი - +