fbpx
15:11 | 2020-10-19 ავტორი: Prime Time

„გახარიამ თავისი თავი ამოწურა წერტილი“ – გიორგი ვაშაძე

„გახარიამ თავისი თავი ამოწურა წერტილი“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ციფრები გაქცეულია, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილი და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს.

 

ვაშაძეს მიაჩნია, რომ გახარია დაბნეულია, თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა და დღეს საქათველოს მოსახლეობას ვერანაირ სიახლეს ვერ სთავაზობს.

 

„გახარიამ თავისი თავი ამოწურა. სრული ჩაფლავება, არანაირი კრიზისმენეჯმენტი, სრული უმოქმედობა, გაქცეული ციფრები, ჩამოშლილი ეკონომიკა და გახარიას დღევანდელი ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის გადავიდა თავის მართლების რეჟიმში, ვერაფერ სიახლეს ვერ სთვაზობს საზოგადოებას, არის სრულიად დაბნეული და ამ ხალხის გაჩერება ხელისუფლებაში აღარ შეიძლება“ – გიორგი ვაშაძე.

 

 

r

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X