11:13 | 2020-01-30 ავტორი: Prime Time

გახარია: თუ ვირუსი გამოვლინდება, ჯანდაცვის სისტემა მზადაა ეფექტურად უპასუხოს

გახარია: თუ ვირუსი გამოვლინდება, ჯანდაცვის სისტემა მზადაა ეფექტურად უპასუხოს

„იმ შემთხვევაში თუ ვირუსი გამოვლინდება, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს მას“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისის შეწყვეტა ამ დროისთვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება იყო.

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტრო არის მაკოორდინირებელი ორგანო და უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.

 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს იყო ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი გამოვლინდება, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს მას“,- განაცხადა გახარიამ.

 

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა 7711-ს შეადგენს, მათგან 1400-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები