19:33 | 2021-07-27 ავტორი: Prime Time

გახარია: ქვეყანაში ქაოსი უნდა დასრულდეს, არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენ გარდა, საქმეს ხელი უნდა მოვკიდოთ და ვიშრომოთ

გახარია: ქვეყანაში ქაოსი უნდა დასრულდეს, არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენ გარდა, საქმეს ხელი უნდა მოვკიდოთ და ვიშრომოთ

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღეს ახალი ოფისი ჩხოროწყუში გახსნა. გახარია მხარდამჭერებსაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

 


„ჩვენ არავის არ ვეომებით და არავის არ ვებრძვით. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვინდა, ვიშრომოთ ამ ქვეყნის და ამ ბავშვების წარმატებული მომავლისთვის. დამთავრდა ამ ტყუილი დაპირებების დრო, დამთავრდა ერთმანეთთან ჩხუბის, გინების და ცემა-ტყეპის დრო. ეს ქაოსი ამ ქვეყანაში და ამ სახელმწიფოში უნდა დასრულდეს და არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენ გარდა“, – განაცხადა გახარიამ.

 

შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2021-07-27შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

გახარიამ მხარდამჭერებს პარტიის მიდგომა გააცნო, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა ადგილობრივი მოსახლეობის შეხედულებისამებრ და მათი ჩართვით უნდა მოხდეს.

 

„მინდა, იცოდეთ, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენ გვერდით იქნება, იქნება ის ხალხი, რომელსაც თქვენ გადაწყვეტთ რომ აქ უნდა იყოს. არც ერთი საკითხი არ გადაწყდება ისე, რომ თქვენი ჩართულობა არ იყოს. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ძალაუფლება მისია და არავის არა აქვს უფლება, მის მაგივრად გადაწყვიტოს, სად რა გზა უნდა დაიგოს, სად რომელი სკოლა გარემონტდეს, სად რა უნდა აშენდეს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საუკეთესოები თქვენ შორის, უნდა იყვნენ ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილებზე. ამიტომ, მთავარია, რომ კეთილსინდისიერი, წარმატებული, გამოცდილი, ღვაწლმოსილი ადამიანები შევარჩიოთ და მათ დავუყენოთ ახალგაზრდები და ასე ტანდემში, ახალგაზრდებს ვასწავლოთ, რა არის ქვეყნის მსახურება. დაპირებებს უკვე თავი უნდა დავანებოთ და საქმეს ხელი უნდა მოვკიდოთ და ვიშრომოთ“, – ამბობს გახარია.

 

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!