12:50 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი შეკრებების აკრძალვის რეგულაცია – მარგველაშვილი მთავრობას მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს.

 

„მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;

 

მოვუწოდებ მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!

 

მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!“, – დაწერა სოციალურ ქსელში მარგველაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი