19:56 | 2020-04-15 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, ინფიცირებულების – არა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ ორი მიემატა. 

 

კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 69-დან 71-მდე გაიზარდა. ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას.

 

რაც შეეხება იმ ორ მძიმე პაციენტს, საბედნიეროდ დაავადება აღარ პროგრესირებს, სტაბილიზაცია დადგა, მაგრამ ჯერ-ჯერობით პროგნოზირება მაინც შეუძლებელია და მაინც პრობლემურ პაციენტებად მოიაზრებიან.

 

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, მკურნალობას ემორჩილებიან და იმედი გვაქვს რომ სტაბილიზაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უკვე გამოჯანმრთელებაზე ვისაუბრებთ.

 

მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

დღეს დღის მეორე ნახევარში 13 პაციენტის ანალიზები გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხები ხვალ დილისთვის იქნება ცნობილი.“- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 306-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გარდაცვლილია სამი ადამიანი 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X