fbpx
00:32 | 2020-03-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გაიცანით სასულიერო პირი, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის პურს აგროვებს

გაიცანით სასულიერო პირი, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის პურს აგროვებს

ქალაქ კასპში შეჭირვებულები ოჯახებისთვის სასულიერო პირმა ტაძარში პურის შეგროვება დაიწყო. აქციაში, კასპის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღოლის მამა ლევანის თხოვნით, თითქმის ყველა პურის საცხობის მფლობელი ჩაერთო.

 

იმ ოჯახებს, რომელსაც შემოსავალი არა აქვს და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახურის გარეშე დარჩა, პურის მიღება შეუძლიათ. ისინი ეკლესიასთან უნდა მივიდნენ.

 

კორონავირუსის გამო, სანამ უმეტესი ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, კასპში არსებული თითქმის ყველა პურის საცხობის დახმარებით, დღეიდან, წმინდა გიორგის ტაძარში, ყოველდღე 11 საათზე, დავიწყეთ პურის დარიგება, ყველასთვის ვისაც უჭირის პურის ყიდვა. კასპელებო, ვისაც მსგავსი გაჭირვება აქვს, გამოგზავნეთ.“ – ამბობს მამა ლევანი.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X