fbpx
23:29 | 2020-12-10 ავტორი: Prime Time

გაიცანით პედაგოგი, რომელიც ფეხით კილომეტრებს გადის, რომ ონლაინ-გაკვეთილი საკლასო ოთახიდან ჩაატაროს

გაიცანით პედაგოგი, რომელიც ფეხით კილომეტრებს გადის, რომ ონლაინ-გაკვეთილი საკლასო ოთახიდან ჩაატაროს

„თავისუფალი ვალდორფის სკოლის“ 38 წლის მასწავლებელი – ვერიკო კალანდარიშვილი მეხუთე წელია, რაც სკოლის პედაგოგია.

 

იმის გამო, რომ ვერიკოს მოსწავლეებს სკოლაში ყოფნა უნდათ, მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სასკოლო გარემო მაქსიმალურად შექმნას. მიუხედავად ამ დროისთვის აკრძალული ტრანსპორტისა, ვერიკო პანდემიასაც არ უშინდება და საათნახევრიან გზას, სკოლისაკენ ფეხით მაინც გადის.

 

„მე ვუყვები [მოსწავლეებს] გზაში როგორი ამინდი იყო, რა სიჩუმე განვიცადე. ვაკვირდები ბუნებას და მერე, განსაკუთრებულად ვუღრმავდებით მცენარეებსაც. კარგად მისმენენ, ეს საინტერესოა მათთვის“.

ფეხით მოძრაობა  ვერიკოსთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ გზაში ბევრი გავეთილიც მოუმზადებია.

 

როგორც თვითონ ამბობს, სასკოლო სივრციდან გაკვეთილების ჩატარება, მისთვის განსაკუთრებული სულაც არ არის. „ვალდორფის სკოლაში, რომ მიხვიდეთ, ძალიან ბევრი მასწავლებელი ამას ჩვეულებრივ, აკეთებს“ – ამბობს ვერიკო „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ფეხით მიდის და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან - თეონა ცხომელიძის საჯარო მადლობა შვილის მასწავლებელს
2020-12-10ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ფეხით მიდის და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან - თეონა ცხომელიძის საჯარო მადლობა შვილის მასწავლებელს

 

„ონლაინ სწავლება ძალიან რთულია. ჩემი მოსწავლეები ამბობდნენ: „ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიგრძენითო“. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ურთიერთობა დაამყარო მოსწავლესთან, სწავლის პროცესში, რასაც მოსწავლეები იგებენ, მათ ის უნდა შეიგრძნონ კიდეც. სხვა შემთხვევაში, ეს ინფორმაცია დარჩება ზედაპირზე და იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული ცოდნა, რასაც საბოლოოდ, შეიძლება არ ჰქონდეს შედეგი“ – ამბობს ვერიკო.

 

„ამ გაჩერებულ, შეშინებულ სიტუაციაში ბავშვებს, რომ არ ჰქონდეთ განცდა, რომ გარეთ გასვლა საშიშია; რაღაც, რომ მოძრაობდეს მათთვის თუნდაც მე, რომელიც მივდივარ ფეხით სკოლაში – მნიშვნელოვანია. ახლა თუ არა, მგონია, რომ მომავალში მაინც, გამოიღებს ეს ნაყოფს და არ იქნებიან ეს ადამიანები გაჩერებულები, მოდუნებულები, მხოლოდ კომპიუტერებთან და ა.შ. მგონია, რომ თავიანთ საქმეებს, ყოველთვის ქმედებაში გადაიყვანენ. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად საჭიროა ახლა, იმოძრაონ ბავშვებმა – მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიღაც მაინც, მოძრაობდეს. საგანმანათლებლო სფეროში პანდემია ძალიან ცუდად აისახება. ზოგადად, ფსიქო-ემოციურადაც იმოქმედებს ბავშვებზე, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ ეს, ცოტა უფრო მერე, მომავალში გამოჩნდება“.

 

„პრობლემები ყოველთვის შეიძლება შეგვექმნას. ადამიანმა არ უნდა დაკარგოს რწმენა და ძალიან დიდი შიშის ქვეშაც არ უნდა მოექცე. მგონია, რომ [ადამიანი] მაინც, უფრო თავისუფალი უნდა იყოს თავის არჩევანში. იმის შიშით, რომ არ მოვკვდეთ, სახლში ვერ დავრჩებით. ჩემთვის, გინდა სახლში ვიყო და მეშინოდეს რაღაცის, იგივეა რაც, გინდა მკვდარი ვიყო, დაახლოებით ასეა“ – ამბობს ვერიკო მასწავლებელი „პრაიმტაიმთან“.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time
X