16:20 | 2020-06-29 ავტორი: Prime Time

გაიცანით მოსწვალე ბოლნისიდან, რომელმაც Covid 19-თან დაკავშირებით ნახატების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

გაიცანით მოსწვალე ბოლნისიდან, რომელმაც Covid 19-თან დაკავშირებით ნახატების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, სკოლა „დავითიანის“ მე-9 კლასის მოსწავლემ, მაია მარტიაშვილმა Covid 19-თან დაკავშირებით გამართულ ნახატების საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა ნახატით „შიში“.

 

როგორც მაია გვიყვება, მას ხატვა ბავშვობიდან უყვარს, კონკურსის შესახებ კი ბოლნისის ახალგაზრდული სახლისგან გაიგო.

 

„ბავშვობიდან ვხატავ და მომწონს ეს საქმე. ჩემმა სკოლამ კონკურსის შესახებ, ბოლნისის ახალგაზრდული სახლისგან გაიგო, სკოლის დირექტორმა მითხრა და თავიდან არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ, რომ გავეცანი კონკურსის შინაარსს გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო.

დიდი მოლოდინი ნამდვილად არ მქონია, სიმართლე რომ ვთქვა, ნახატის დასრულების შემდეგ სრულიად გადამავიწყდა კონკურსის შესახებ, ვფიქრობ, ამიტომ უფრო მოულოდნელი და სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ ჩემი ნამუშევარი გახდა გამარჯვებული“, – ამბობს მაია მარტიაშვილი.

Mariam Qveladze-ს ფოტო.

2020 წლის მაისში ორგანიზაციამ „Women For Development“ NGO გამართა ნახატების საერთაშორისო კონკურსი „Peace lessons from COVID-19“ , რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები 7 ქვეყნიდან.  84 ნახატიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული ნახატი.

Mariam Qveladze-ს ფოტო.

აღნიშნულ კონკურსში ერთ-ერთ ნომინაციაში, გაიმარჯვა ამავე სკოლის, მე-9 კლასის მოსწავლემ იბრაგიმ აბდულაევმა.

მეორე ადგილზე გავიდა სომეხი მოსწავლე ჯულია არუტიუნიანი ნახატით „გავერთიანდეთ და შევებრძოლოთ ვირუსს“,  ხოლო მესამე ადგილზე – უკრაინელი გოგონა ვალერია ოვჩარენკო ნახატით „თავიდან ავიცილოთ გლობალური კატასტროფა“.

Mariam Qveladze-ს ფოტო.

ამავე კონკურსის ერთ-ერთი ნომინაციის -,, პრევენციის საუკეთესო გზავნილი” გამარჯვებული გახდა ასევე ბოლნისელი, №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ზურაბაშვილი.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X