08:25 | 2020-05-05 ავტორი: თათია ცუკოშვილი

გაიცანით მოგზაური წყვილი, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა

გაიცანით მოგზაური წყვილი, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა

ნათია და მიშო უკვე დიდი ხანია რაც მოგზაურობენ. მათ თითქმის მთელი საქართველო ზურგჩანთით აქვთ შემოვლილი. „ფიროსმანიტურმა“ კი, სიმბოლურად წლის „მოგზაური წყვილის“ სტატუსი მიანიჭა.

 

„მოგზაურობა ნამდვილად ჩვენი მთავარი გატაცებაა. თითქმის მთელი საქართველო, ყველა კუთხე გვაქვს შემოვლილი ზურგჩანთებით.

 

ხშირად მეგობრებთან ერთად დავდივართ და მინდა გითხრათ, რომ ამაზე საინტერესო თავგადასავალი არ არსებობს. საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზი და ძალიან საინტერესოა.

 

 

 

 

მე და მიშო უკვე დიდი ხანია ვმოგზაურობთ. ძალიან სპონტანურად ვგეგმავთ ყვეალფერს. მეგობრებსაც ავიყოლიებთ ხოლმე და ასე უცბად, შეიძლება თბილისიდან რომელიღაც მაღალმთიან რეგიონში ამოვყოთ თავი.

 

სხვათაშორის, „ფიროსმანიტურმა“ სიმბოლურად წლის „მოგზაური წყვილის“ სტატუსიც კი მოგვანიჭეს მე და მიშოს“, – ამბობს ნათია.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X