00:26 | 2021-06-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გაიცანით მე-10 კლასელი ქართველი ბიჭი, რომელსაც 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიიღებენ

გაიცანით მე-10 კლასელი ქართველი ბიჭი, რომელსაც 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიიღებენ

რუსთაველმა 16 წლის ბიჭმა 50 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა, მას აქვს უფლება IB დიპლომით მსოფლიოს 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხოს და უმაღლესი განათლება მიიღოს.

 

სკოლა „ლაზარეს“ მე-10 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ კოწიწაშვილის შესახებ ინფორმაციას “ინფორუსთავიავრცელებს. 

 

„მე-10 კლასის მოსწავლემ უმაღლესი ქულების მიღებით ევროკავშირისგან 50 000 ევროს ოდენობით სწავლის სრული კურსის დაფინანსება მოიპოვა.

 

ნიკოლოზ კოწიწაშვილი ინგლისურენოვან სკოლაში IB პროგრამას შეისწავლის, სწავლის დასრულების შემდეგ კი, მას აქვს უფლება IB დიპლომით მსოფლიოს 95 ქვეყნის 3 300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხოს და უმაღლესი განათლება მიიღოს.

 

16 წლის ბიჭი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო პროგრამა „დიპლომატია და სტრატეგიული კომუნიკაციების“ მონაწილეა” – წერს გამოცემა.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X