09:51 | 2021-01-05 ავტორი: Prime Time

გაიცანით ბიჭი, რომელმაც ფულით სავსე საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

გაიცანით ბიჭი, რომელმაც ფულით სავსე საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

ბიჭმა, რომელმაც ქუჩაში საფულე იპოვა “ბევრი ფულით” და პატრონს სოციალური ქსელით ეძებდა, მფლობელს უკვე მიაკვლია და ფული გადასცა. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

“გადავეცი უკვე საფულე, ძალიან გავახარე ვერ აღვწერ ამ სიხარულს, მაპატიეთ”, – წერს თორნიკე ნინიკაშვილი.

 

თორნიკე ნინიკაშვილი „გლოვოს“ კურიერია. მის ჟესტს სოციალურ ქსელში უმრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.

 

ცნობისთვის, თორნიკემ საფულე გუშინ, 4 იანვარს იპოვა და პატრონს სოციალური ქსელის საშუალებით ეძებდა.

 

“ქუჩაში ვნახე იქნებ როგორმე მივაკვლიოთ ძალიან ბევრი ფული აქვს დაკარგული”, – წერდა თორნიკე ნინიკაშვილი “ფეისბუქზე”.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!