19:24 | 2020-10-15 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

გაიცანით, ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელმაც მესისა და სუარესის ცოლებს პრეზენტაცია დაუგეგმა

გაიცანით, ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელმაც მესისა და სუარესის ცოლებს პრეზენტაცია დაუგეგმა

43 წლის ნინა ვაჩნაძე ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მცხოვრები ემიგრანტია, რომელმაც საკუთარი შრომით და მონდომებით ცხოვრებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

 

ნინა თბილისში ხელოვანების ოჯახში დაიბადა და თითქმის ორი ათწლეულია ბარსელონაში ცხოვრობს. ნინა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. მას შეუძლია ხატვა, ფერწერა და სიმღერა. იგი ისეთი ცნობილი მხატვრების მოსწავლე იყო, როგორებიც არიან ქეთევან მატაბელი და გივი თოიძე.

 

ამავდროულად, ნინა ეუფლება დიზაინერის პროფესიასაც და პარალელურად, მუშაობს ბარსელონას სასამართლოში თარჯიმნის პოზიციაზე.

 

მას ისეთ პიროვნებებთან ჰქონია საქმიანი ურთიერთობა, როგორებიც არიან ფეხბურთელების ლიონელ მესის და ლუის სუარეზის ცოლები, ანტონელაროკუზო და სოფია ბალბი.

 

ბოლო გამოფენა 4 ოქტომბერს, დიასპორული ორგანიზაცია „ქართული სახლი ესპანეთში“-ის გახსნის ღონისძიებაზე ჩატარდა, რომლის ორგანიზატორიც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დიანა ციხისთავი იყო.

 

უახლეს დღეებში კი მას კიდევ ერთი გამოფენა ელოდება, ამჯერად ვენეციაში, Scuola grande di San Teodoro-ში, რომელშიც მოხვედრა ბევრი მხატვრისთვის საოცნებოა.

 

ნინა ვაჩნაძემ „პრაიმტაიმს“ საკუთარი ისტორიის შესახებ უამბო.No description available.

 

– თავდაპირველად, თქვენს შესახებ რომ მოგვიყვეთ. როგორც ვიცი ხელოვანების ოჯახში გაიზარდეთ და რამდენად იქონია ამან გავლენა თქვენს მომავალ პროფესიაზე?

 

– დავიბადე 1977 წელს არქიტექტორთა ოჯახში. ჩემი მშობლები მრავალმხრივი მხატვრული ნიჭით გამოირჩეოდნენ. მამა მერაბ ვაჩნაძე შესანიშნავად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე, დედა კი ხატავდა, ქარგავდა და კერავდა. ასე რომ, მეც შინ და გარეთ შემოქმედებით ატმოსფეროში ვიზრდებოდი და სკოლაში სწავლის პარალელურად დავდიოდი ხატვის გაკვეთილებზე ქეთი მატაბელთან, რომელმაც შემაყვარა პასტელით მუშაობა, ხოლო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ხატვისა და ფერწერის პროფესიული უნარ-ჩვევების მიღებას უნდა ვუმადლოდე შესანიშნავ ქართველ მხატვარს გივი თოიძეს.

 

1999 წლიდან აკადემიის დამთავრების შემდეგ ტანსაცმლისა და ყოფითი ნივთების დიზაინში მუშაობა ჩემთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ხოლო 2003 წლიდან ბარსელონაში საცხოვრებლად გადასვლა ამ შემოქმედებითი მიმართულებით საქმიანობის სტიმული გახდა, რადგან მუშაობა დავიწყე „პრონობიას“ ცნობილ სახლთან, სადაც ჩვენივე დიზაინით ვქმნიდით საქორწილო აქსესუარებს.

 

– რატომ გადაწყვიტეთ ბარსელონაში წასვლა? არ გაგიჭირდათ უცხო ქალაქში თავის დამკვიდრება?

 

– თავდაპირველად ბარსელონაში დასარჩენად არ ჩავსულვარ და ემიგრანტობა არც მიფიქრია. 2003 წელი იყო, როდესაც ესპანეთის და კონკრეტულად ბარსელონას ნახვის სურვილი გამიჩნდა, რადგან სხვა რომ არაფერი ვთქვა, გაუდის არქიტექტურას სხვაგან ვერსად ვნახავდი…

 

აკადემიაში ჩემმა უსაყვარლესმა ლექტორმა ქეთა კობახიძემ შემაყვარა. ასე სპონტანურად, ტელევიზორში კატალონიაზე დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ მოვხვდი ამ ულამაზეს და გასნაკუთრებულად გამორჩეულ ქალაქში, სადაც შევხვდი საინტერესო ადამიანებს ჩემთან თანამშრომლობის შემოთავაზებით ჯერ დროებით, შემდეგ კი თავისთავად გაგრძელდა ეს პროცესი და უკვე დღეს აქ ვცხოვრობ ქმარ-შვილთან და დედასთან ერთად.

 

No description available.– არ გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება?

 

– ემიგრანტობაში თვითდამკვიდრება რომ რთულია, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ 17 წლის წინ შედარებით ადვილი იყო ყველაფერი, თანაც მე იმთავითვე გამიმართლა: ვითანამშრომლე ცნობილ საქორწილო სახლთან „Pronovias-თან“ სადაც ჩემი დიზაინით ვაკეთებდი აქსესუარებს.

 

პარალელურად ვაკეთებდი თექის ქუდებს და შარფებს, ჩემი ესპანელი მეგობრის „Merce Munne“-ს საოცარ მაღაზიაში იყიდებოდა, რასაც დიდი მოწონება მოჰყვა.

 

– რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს საქმიანობაზე, პროფესიაზე? როგორც ვიცით მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით.

 

– გარდა იმისა, რომ ვხატავ, ვაკეთებ აქსესუარებს და ვიღებ მონაწილეობას სეზონურ გამოფენა-გაყიდვებშიც. პარალელურად, სასამართლოში თარჯიმნად ვმუშაობ.

 

რაც შეეხება ხატვას, სამუშაო უაღრესად საინტერესო, წარმატებული და შემოქმედებითი განვითარებისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, მაგრამ მე მაინც ჩემი ეროვნული კულტურის საფუძველზე შექმნილი მხატვრული ნაკეთობებით მსურდა უცხო ქვეყანაში თვითდამკვიდრება და ამიტომ, 2011 წელს გავხსენი საკუთარი მაღაზია-სალონი, სადაც ქართული ტექნოლოგიითა და ტრადიციული მხატვრული მეთოდის გამოყენებით დავიწყე როგორც დეკორატიულ-უტილიტარულ ნაკეთობების, ისე ტანსაცმლის, ქუდების, წინდებისა და სხავადასხვა აქსესუარების გაკეთება.

 

No description available.
მარცხნიდან პირველი – ლიონელ მესის ცოლი ანტონელა როკუზო, მის გვერდით ნინა ვაჩნაძე, მარჯვნიდან პირველი – ლუის სუარეზის ცოლი სოფია ბალბი

პარალელურად, მუდმივად ვმონაწილეობ როგორც სეზონურ გამოფენა-გაყიდვებში, ფესტივალებსა და კონკურსებში, ისე სპეციალური მიწვევით გამართულ მხატვრულ ღონისძიებებში.

 

მაგალითად, ფეხბურთელების, ლიონელ მესის და ლუის სუარესის მეუღლეებთან, ანტონელა როკუზოსთან და სოფია ბალბისთან ვითანამშრომლე.

 

მათ ერთობლივად ჰქონდათ არგენტინელი დიზაინერის Sarkany-ფეხსაცმელების მაღაზია და მე და ჩემმა მეგობარმა გავუკეთეთ პრეზენტაცია. ეს იყო ორი წლის წინ.

 

2017 წლიდან ისევ დავუბრუნდი სახვით ხელოვნების სფეროს. თავდაპირველად პასტელით გრაფიკული კომპოზიციების ხატვა დავიწყე, მაგრამ გარკვეული წარმატების მიღწევისა და დადებითი გამოხმაურების შემდეგ, უფრო რთული მხატვრული მასალის – ზეთის საღებავების ხელახლა ათვისება დავისახე მიზნად და ინტენსიური მუშაობის შედეგად შევქმენი სხვადასხვა ჟანრის ფერწერული ტილოები, რომელთა პერსონალური გამოფენა მოეწყო ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოში ამა წლის 10 მარტს.

 

– ყოფილა ისეთი რთულად გასახსენებელი პერიოდი, რომლის დაძლევაშიც თქვენი პროფესია დაგეხმარათ?

 

– განა არსებობს ადამიანის ცხოვრება რთული პერიოდის გარეშე? ვფიქრობ, სწორედ ეს არის მომავალი წარმატებისათვის ბრძოლის სტიმულიც და რეალური გარანტიც, განსაკუთრებით კი შემოქმედებითი ადამიანებისთვის სირთულე (მატერიალურიც და სულიერიც) ხშირად შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე და მეც მქონია ცხოვრებაში ამგვარი დაღმავლობა-აღმავლობის პერიოდები, როცა დიზაინერობა დამეხმარა და როცა ხატვა გახდა თავშესაფარი, თუნდაც ახლა, საყოველთაო პანდემიის პირობებში.

 

No description available.– რა შეგიძლიათ თქვენი ოჯახის შესახებ გვითხრათ?

 

– მე გვიან შევქმენი პატარა ოჯახი, თუმცა ჩემს ქმარს, ბექა გრიგოლიას ბავშვობიდან ვიცნობდი, ხელოვნების გიმნაზიაში და სამხატვრო აკადემიაშიც ერთად ვსწავლობდით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბექა რაღაც პროგრამით რამდენიმე თვით იტალიაში იმყოფებოდა და იქ ისევ შევხვდით ერთმანეთს, ბოლოს კი ბარსელონაში ვიქორწინეთ და 2012 წელს შეგვეძინა ალექსანდრე გრიგოლია, სანდრო, რომელიც ხუთ ენაზე ლაპარაკობს, წერს და მღერის.

 

– საქართველო გენატრებათ?

 

– რა თქმა უნდა!

 

– რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

 

– თბილისი, თავისი ურბანული გარემოთი და ადამიანური ურთიერთობებით, მეზობელ-მეგობრებით, ნათესავებით ქრონიკულად მენატრება და არა მარტო მე, სანდროც სულ მაქაურობის მოგონებებში და ნახვის მოლოდინშია. ვირტუალური ურთიერთობა, ცხადია, პანდემიით გამოწვეულ ურთიერთობის დეფიციტს ნაწილობრივ გვიმსუბუქებს, მაგრამ იმედია საყვარელი ადამიანების პირადად ნახვის ნატვრა მალე აგვიხდება.

 

No description available.

 

No description available.

 

No description available.

 

No description available.

 

No description available.

 

No description available.

 

2020-10-13"ველოსიპედით დავიწყე და ეტლით დავასრულე..." - ზურა ყიფშიძე საკუთარ კინოგმირებზე
ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები