fbpx
10:49 | 2020-12-03 ავტორი: Prime Time

გაიცანით 102 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

გაიცანით 102 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

102 წლის ამერიკელმა ანჯელინა ფრიდმანმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

როგორც ირკვევა, ქალმა ინფიცირებამდე კიბო დაამარცხა. მის სამედიცინო ისტორიაში სხვადასხვა დროს შიდა სისხლდენა და სეფსისიც აღინიშნება.

100 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა და აჭარულს ცეკვავს (ვიდეო)
2020-11-24100 წლის ბებომ კორონავირუსი დაამარცხა და აჭარულს ცეკვავს (ვიდეო)

 

ფრიდმანი მოხუცებულთა პანსიონში ცხოვრობს, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი პირველად მარტში დაუდგინეს. მან კლინიკაში 1 კვირა გაატარა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

ოქტომბრის ბოლოს ქალს ვირუსი კვლავ გამოუვლინდა.

 

მას ცხელება და მშრალი ხველა ჰქონდა. კორონავირუსზე ტესტირებამ ნეგატიური პასუხი კი 17 ნოემბერს მიიღო. შედეგი მეორე ტესტმაც დაადასტურა.

 

ფრიდმანის ოჯახის წევრების თქმით, ქალს სმენის და მხედველობის პრობლემები განუვითარდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X