15:34 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

გაიცა რეკომენდაცია, ორი კვირა იმუშაოს ექიმების ერთმა გუნდმა და შემდეგ ჩაანაცვლოს მეორემ

გაიცა რეკომენდაცია, ორი კვირა იმუშაოს ექიმების ერთმა გუნდმა და შემდეგ ჩაანაცვლოს მეორემ

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა ჩათვლის, რომ საჭიროა სარეზერვო გუნდის მობილიზება, აქ რეკომენდაცია არის ორკვირიანი როტაციები, ანუ ორი კვირის მანძილზე მუშაობს ექიმების ერთი გუნდი და ორი კვირის შემდეგ მას ჩაანაცვლებს მეორე ბრიგადა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

გაბუნიას თქმით, კლინიკებს აქვთ თავიანთი ინდივიდუალური გეგმები და ამ მიმართულებით მზაობა საკმაოდ მაღალია.

 

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი სპეციალურად ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის.

 

მან ჩაატარა შეფასება რამდენიმე კლინიკაში, რომელიც უკვე მთლიანად მობილიზებულია კორონავირუსის მიზნებისთვის, მათ შორის გახლავთ ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, ელჯი ქუთაისში.

 

რეკომენდაცია ექსპერტიდან გამომდინარე ზოგადად არის ის, რომ კარგი დაცვის პირობებში კლინიკაში პერსონალმა შეიძლება იმუშაოს უსაფრთხოდ და სარეზერვო გუნდის ცალკე მობილიზება საჭირო არ უნდა გახდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა ჩათვლის, რომ მაინც საჭიროა სარეზორვო გუნდის მობილიზება.

 

რეკომენდაცია არის ორკვირიანი როტაციები, ანუ ორი კვირის მანძილზე მუშაობს ექიმების ერთი გუნდი და ორი კვირის შემდეგ მას ჩაანაცვლებს მეორე ბრიგადა.

 

ეს სქემები არის დეტალურად მომზადებული, კლინიკებს აქვთ თავიანთი ინდივიდუალური გეგმები და ამ მიმართულებით მზაობა ვფიქრობთ, რომ არის საკმაოდ მაღალი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები