15:29 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

გაისროლა თოფიდან, დაიყვირა, რომ იყო ძარცვა – მძევლებსა და თავდასხმის დეტალებზე „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი ყვება

გაისროლა თოფიდან, დაიყვირა, რომ იყო ძარცვა – მძევლებსა და თავდასხმის დეტალებზე „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი ყვება

„საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი, რომელმაც თავდამსხმელის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ბანკის დატოვება მოახერხა, ყვება, რომ ფილიალში მოულოდნელად შეიარაღებული პირი შევიდა, რომელმაც რამდენჯერმე გაისროლა და მოითხოვა, ყველა იატაკზე დაწოლილიყო.

 

მისი თქმით, ამ დროს ბანკში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. ბანკში ამჟამად 50-ზე მეტი თანამშრომელი რჩება.

 

„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი. რამდენადაც მახსოვს, რამდენჯერმე გაისროლა თოფიდან, დაიყვირა, რომ იყო ძარცვა. მოთხოვნა იყო, ყველანი იატაკზე დავწოლილიყავით, არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი გარეთ, სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი“, – განაცხადა ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „მაესტროს“ ეთერში.

 

⭕Live: ზუგდიდის ცენტრში ბანკში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს

⭕Live: ზუგდიდის ცენტრში ბანკში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს

Posted by Prime Time on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!