13:17 | 2020-04-11 ავტორი: Prime Time

გაინტერესებთ, ვინ არის ეს ბავშვი – ის საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას

გაინტერესებთ, ვინ არის ეს ბავშვი – ის საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას

ფოტოზე გამოსახული ეს ბავშვი საქართველოში ცნობილი ეპიდემიოლოგი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეა.

 

მან დედასთან ერთად გადაღებული ეს ფოტო სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა წარწერით – „დედა სულ მაგრად უნდა იყო“.

 

ფოტო 65 წლის წინ არის გადაღებული.

 

პაატა იმნაძის დედა ნუნუ დუმბაძე უცხო ენების სპეციალისტია.

 

ის ახლა 90 წლის არის. ქალბატონი ნუნუს შესახებ რამდენიმე კვირის წინ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ:

 

„ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია.

 

აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.

 

ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა“, – წერს კეკელიძე.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +