fbpx
14:42 | 2020-11-12 ავტორი: Prime Time

გაიკვეხოს კობახიძემ თავისი დაფინანსება – უგულავამ კობახიძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია

გაიკვეხოს კობახიძემ თავისი დაფინანსება – უგულავამ კობახიძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია

ვერანაირად ვერ გამოიყენებენ საბიუჯეტო დაფინანსებას სატყუარად, გაიკვეხოს კობახიძემ თავისი დაფინანსება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

უგულავამ კობახიძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია

 

„კანონის მიხედვით, მათ შორის, იმ კანონის მიხედვით, რაც ზარ-ზეიმით მიიღო ბატონმა კობახიძემ, პარტიების დაფინანსება არ არის პარლამენტის მოღვაწეობის ფორმატში, არამედ იმ ხმების რაოდენობაზეა, რაც მიიღეს პარტიებმა. მეორე, დაახვიოს კობახიძემ ეს თავის კანონი და აღარ გავაგრძელებ მერე. თუ კობახიძეს ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით დააშანტაჟებს ვინმეს. ხო ბრიყვი ღლაპია, მაგრამ კიდევ უფრო მეტ ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. ვერანაირად ვერ გამოიყენებენ საბიუჯეტო დაფინანსებას სატყუარად, გაიკვეხოს კობახიძემ თავისი დაფინანსება“, – განაცხადა უგულავამ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X