16:33 | 2020-04-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

გაიყვანეთ ბავშვი გარეთ ნახევარი საათით – პედიატრის რჩევა მშობლებს

გაიყვანეთ ბავშვი გარეთ ნახევარი საათით – პედიატრის რჩევა მშობლებს

პედიატრი ივანე ჩხეიძე მშობლებს ურჩევს ბავშვები გარეთ ნახევარი საათით გაიყვანონ, რათა საჭირო ვიტამინი მიიღონ. ამის შესახებ პედიატრმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეში ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობა და გარეთ გასვლა ბავშვებისთვის სრულიად საკმარისია.

 

„ამერიკის პედიატრიის აკადემია კატეგორიულად მოითხოვს ბავშვებში, ყოველ დღე ნახევარსაათიან ფიზიკურ აქტივობას. ძალიან მნიშვნელოვანი, ნახევარი საათი იმისათვის, რომ ბავშვის კანში მზის სხივებმა D ვიტამინის წარმოშობას ხელი შეუწყოს.

 

გაიყვანეთ ბავშვი გარეთ, ნახევარი საათით, ამ დროში მისი ფიზიკური აქტივობა და მზესთან კონტაქტი სავსებით საკმარისია იმისთვის, რათა ძალიან ბევრი ნეგატიური რამ, რაც შეიძლება ბავშვის ამ ორ და სამთვიან იზოლაციას მოჰყვეს, თავიდან ავიცილოთ“, – აღნიშნავს პედიატრი.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X