13:21 | 2020-08-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“გაგვიხარდეს იმ დედების ნაცვლად, ვისთვისაც ეს თანხა მაშველი რგოლივითაა” – თეა გვასალია ბავშვების 200 ლარიან დახმარებაზე

“გაგვიხარდეს იმ დედების ნაცვლად, ვისთვისაც ეს თანხა მაშველი რგოლივითაა” – თეა გვასალია ბავშვების 200 ლარიან დახმარებაზე

ყოფილი ტელეწამყვანი, ესპანური ენის სპეციალისტი, თეა გვასალია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ დღეს გაკეთბულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

“მგონი შეიძლება, რომ გახარიას განცხადებას 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200 ლარის ერთჯერადად გამოყოფის თაობაზე, პოლიტიკური სარჩული არ დავუდოთ, არც ხბოს აღტაცებით შევხვდეთ, არც წინასაარჩევნო ტრიუკად აღვიქვათ და გაგვიხარდეს იმ დედების ნაცვლად, რომელთათვისაც ეს თანხა მართლა მაშველი რგოლივით იქნება შვილების სასკოლოდ მომზადებისთვის!” – წერს თეა “ფეისბუქზე”.

 

დღეს მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ახალი სოციალური დახმარებების შესახებ განაცხადა. მათ შორის კი ერთ-ერთია – ყველა 17 წლამდე ბავშვი, ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +