fbpx
01:23 | 2020-09-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გაგიჟებული ვარ ინფექციურის მედიკოსთა გუნდით – თაკო ჩარკვიანი ექიმებზე საუბრობს

გაგიჟებული ვარ ინფექციურის მედიკოსთა გუნდით – თაკო ჩარკვიანი ექიმებზე საუბრობს

„პრაიმტაიმი” ესაუბრა თაკო ჩარკვიანს, რომელმაც Covid-19 დაამარცხა. ის ვირუსის მიმდინარეობაზე, საფრთხეებსა და მედიკოსებზე საუბრობს. ამბობს, რომ ეს უმძიმესი ვირუსია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

 

მიმართავს ყველას, ვისი ახლობელი ან ოჯახის წევრი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს…

 

„ მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეს რთული ვირუსია და მძიმედ ასატანი. ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა Covid-ის არსებობის, მინდა ყველას მოვუწოდო ფრთხილად იყვნენ. განსაკუთრებით კი, მსურს იმ ადამიანებს მივმართო, ვისი ოჯახის წევრი ან ახლობელი ინფექციურ საავადმყოფოში წევს და მკურნალობს, მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ამ ურთულეს ვირუსს საოცრად მართავენ ჩვენი ექიმები. ზოგადად, ვინც მიცნობს იციან, რომ მშიშარა არ ვარ და არც ზედმეტად ქება მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი.

 

ყველა მინდა იყოს მშვიდად, ვისი ახლობელიც ინფექციურ საავადმყოფოშია. იცოდეთ, რომ საიმედო ხელში არიან, სადაც ყურადღებას არავის აკლებენ.

 

ეს ვირუსი არტყამს ყველაზე სუსტ ორგანოს. როცა სიცხე აღარ მქონდა და ფილტვების ანთება დავამარცხეთ, თავი მძიმედ ვიგრძენი. დავიწუწუნე თუ არა, იმ წუთას ექიმები ჩემთან გაჩნდნენ, გამიკეთეს ყველანაირი კვლევა და აღმოჩნდა, რომ სისხლი შედედებული მქონდა.

 

10-12 დღის განმავლობაში მქონდა შეგრძნება, რომ საუნაში ვიყავი! - თაკო ჩარკვიანი 
2020-09-2410-12 დღის განმავლობაში მქონდა შეგრძნება, რომ საუნაში ვიყავი! - თაკო ჩარკვიანი 

 

დავინტერესდი ამ საკითხით და იტალიელი ექიმების ცნობით გავიგე, რომ ევროპაში მაღალი იყო სიკვდილიანობა თრომბის გამო. ეს იყო მანამ, სანამ ამ ვირუსის ხასიათს ამოიცნობდნენ. ჩვენთან კი, სისხლის დეტალურ კვლევას ატარებენ, ყველანაირად ეხმარებიან ადამიანებს გამოჯანმრთელებაში და ძალიან კარგად მართავენ.

 

მნიშვნელოვანია, საზოგადოება ყურადღებით იყოს და ჩივილების შემთხვევაში, დასაწყისშივე მიმართონ კლინიკას. შეიძლება სიკვდილიანობა დადგეს და ეს აუცილებლად უნდა გაიაზროს თითოეულმა. სისხლის ანალიზს სახლებში ხომ ვერ გაიკეთებთ? კლინიკაში ყველაფერს იკვლევენ და ეს ყოველდღიურად ხდება. გაიგეთ, რომ ნამდვილად არის ეს ვირუსი, თან მძიმე. მიდით ექიმებამდე​ და ისინი აუცილებლად მართავენ ამ ვირუსს.

 

გაგიჟებული ვარ ინფექციურის მედიკოსთა გუნდით, ისინი არიან უმაგრესები, მათ მადლობა პირადად გადავუხადე და ახლაც, მადლობას ვუხდი მათ.” – ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X