23:12 | 2021-05-19 ავტორი: Prime Time

გაერთიანდება თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ ლევან ვასაძესთან – ნახეთ, რას აცხადებს ირმა ინაშვილი (ვიდეო)

გაერთიანდება თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ ლევან ვასაძესთან – ნახეთ, რას აცხადებს ირმა ინაშვილი (ვიდეო)

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ლევან ვასაძის შესახებ ისაუბრა.

 

მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება, რომ პარტია შექმნას, თუ კრიმინალი არ არის.

 

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ წაიღებს ლევან ვასაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველის ხმებს, პასუხობს, რომ – არა.

 

„ძალიან ლოიალურად ვარ განწყობილი ახალი პარტიების მიმართ. ყველას აქვს უფლება პოლიტიკური პარტია შექმნას თუ კრიმინალი არ არის. არ ვთვლი, რომ ჩვენს სეგმენტს და ამომრჩეველს ვინმე წაიღებს. „პატრიოტთა ალიანს“ უნიკალური ამომრჩეველი ჰყავს. ძალიან ერთგული და მყარი. არათუ დაგვაკლდა, არამედ ჩვენ შემოგვემატა ამომრჩეველი,“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

 

​წამყვანის კითხვაზე კი, გამორიცხავს თუ არა ლევან ვასაძესთან თანამშრომლობას, ამბობს, რომ „ამას მომავალი გვიჩვენებს“.

 

„მე კარგად ვიცნობ ლევანს. ამაში დასამალი არაფერი არ არის. ვიცი, რომ მას აქვს სურვილი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის. მხოლოდ ეს ვიცი. პატრიოტთა ალიანსი დამოუკიდებლად აპირებს მოქმედებას. გამოვრიცხავ, თუ არ გამოვრიცხავ ჩვენ ამას მომავალი გვაჩვენებს. ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც ასე ვიქნებით,“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

 

ავტორი: Prime Time

X