fbpx
13:59 | 2020-04-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გაეროს გენმდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს – სალომე ზურაბიშვილი

გაეროს გენმდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს – სალომე ზურაბიშვილი

ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

 

პრეზიდენტის თქმით, ამ შედეგების მაგალითია გუშინდელი მისი საუბარი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიარეშთან.

 

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს კერძოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ წინმსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ამითი ყველა უნდა ვამაყობდეთ.

 

თუმცა ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს, მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტორლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს, მთავარია, ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის ადგილები იყოს, როგორც აქამდე შევძელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X