20:47 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

გაძვირებული ცხოვრება – როგორ აისახა პანდემია რიგითი მოქალაქეებზე

გაძვირებული ცხოვრება – როგორ აისახა პანდემია რიგითი მოქალაქეებზე

ერთ წელზე მეტია, რაც მსოფლიო ახალი ცხოვრებით ცხოვრობს. კორონავირუსის პანდემია შეეხო ყველაფერს. მისთვის განურჩეველია ქვეყანა, ადამიანის რასა, სქესი და საქმიანობის სფერო. 200-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე მთავარი მიზნის ქვეშ გაერთიანდა. როგორმე გავუმკლავდეთ და დავამარცხოთ ვირუსი, რომლის წარმომავლობასაც მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ.

 

გამონაკლისი არც საქართველოა, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა პანდემია თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. არსებობს სფეროები, რომლის წარმომადგენლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ.

 

მაგალითად, ტურიზმი, ხელოვნება, ვაჭრობა და ა.შ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ვიმგზავრებთ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, აუცილებლად, მოვკრავთ ყურს შემდეგი სახის საუბარს, რომ „ცხოვრება ჭირს“, მისმა ოჯახის წევრმა სამსახური დაკარგა და ა.შ.

 

„პრაიმტაიმი“ იმ ადამიანებს ესაუბრა, რომლებსაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი შეეხო და კვლავ შეზღუდვების შემსუბუქებას იმ იმედით ელოდებიან, რომ მათთვის ძველებური ცხოვრება დაიწყება.

 

„ვირუსმმა თითქმის მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში ვმუშაობ. აკრძალვების შემდეგ ონლაინ-გაყიდვებზე გადავედით. ასე ვიყავით დაახლოებით რამდენიმე თვე. მეორე ტალღის შემდეგ, კი სამსახურში გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო, შემცირება დაწყებულიყო ან რაიმე გზას ნახავდნენ, რომ ჩვენთვის კუთვნილი ხელფასი მოეცათ. დაახლოებით ერთი კვირის წინ, შეგვატყობინეს ახალი გრაფიკი. თვეში მხოლოდ ათი დღე ვიმუშავებდით. ეს დაახლოებით 150 ლარამდე. ახლა უკვე ვფიქრობ, რა ვქნა… როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება. როგორ შეიძლება ვიარსებოთ ამ თანხით. საკვები გაძვირებულია, ხილი. სხვა რამეზე ფიქრიც კი, უკვე მაშნებს,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ელენე სამნიაშვილი.

 

შემდეგი რესპოდენტი, რომელსაც მე ვესაუბრე გიდია. მას 2020 წლამდე საკმაოდ აქტიური სამსახური ჰქონდა. ამ გადმოსახედიდან კი, მისივე თქმით, შემოსავალი „საოცნებო“. „შეიძლება ითქვას, რომ პანდემია ყველაზე მეტად ჩვენს სფეროს შეეხო. კორონავირუსამდე საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა. ჩვენი კომპანიაც ყოველდღე იღებდა ახალ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ახლა კი?.. ვართ, ასე. ვერავის ვერაფერს მოვთხოვთ. ყველგან კრიზისია. ზოგჯერ არც მგონია, რომ ძველი ცხოვრება დაბრუნდება. გვქონდა იმედი, რომ ამ ზამთარს შიდა ტურიზმი იქნებოდა. მოვაწყობდით სხვადასხვა ტურებს ქვეყნის შიგნით, მაგრამ არა. ამის იმედიც გადაგვეწურა. ჯერ ეს ეტაპი ვერ გადავლახეთ და ახლა მესამე ტალღაზე საუბრობდბენ. ვცხოვრობ იმ მინიმუმი დანაზოგით, რომელსაც მანქანისთვის ვინახავდი. ზოგჯერ სიზმარი მგონია, რომლიდანაც ვერ ვიღვიძებ,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ლანა ხუბუა.

 

 

მესამე რესპოდენტი რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ ექთანია. მას სამსახური აქვს, თუმცა ცხოვრების სტილი მისთვისაც სრულიად შეიცვალა.

 

„ვმუშაობ, თუმცა ეს არაფერია. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. თითქმის სულ სამსახურში ვარ. ყოველდღე მესმის სხვადასხვა ადამიანების ისტორია, რომელთაც ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როდესაც დაახლოებით 20 წუთი ვისვენებ, ვფიქრობ, რომ ეს რეალობა არაა, სხვაგან ვცხოვრობ. ძალიან ბევრმა დაკარგა ჩემს გარშემო სამსახური. გეშინია ვირუსის და კრიზისის, რომელიც შენს გარშემოა. თუმცა, არ ვკარგავთ იმედს. ვაქცინა მართლაც სინათლეა გვირაბის ბოლოს. თებერვალში პირველ დოზებს მივიღებთ. იქნებ მაშინ, მაინც შევძლოთ, ნაწილობრივ დავურბუნდეთ ცხოვრებას, რომელიც ასე გვენტრება,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ნინო მარტიაშვილი.

 

„პრაიმტაიმი“ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს ესაუბრა. რომლის განცხადებითაც, შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია.

 

მისივე თქმით, „მუდმივ ჩაკეტვებს, არანაირი ახსნა არ გააჩნია“.

 

„გასულ წელს მე არა ერთხელ ძალიან ხისტად აღვნიშნე, რომ ორი-სამი წელი დარტყმა ქართული ეკონომიკისთვის არ იქნება ისეთი მარტივი, როგორც ჩანს. შარშან ჩვენი ხელისუფლება ტურისტებს ელოდებოდა. კარგ ცხოვრებას, კაზინოები, ბორდელები და ა.შ. არ გამოვიდა ეს საქმე. არ გამოვიდოდა. არაფერი მოულოდნელი არ არის. წელს ალბათ, უფრო მეტად დაეცემა ეკონომიკა. სავარაუდოდ, 8-8.5%-ით.

 

ვნახოთ, თუ უკეთესი ღონისძიებები მიიღეს. მაგრამ ეს მუდმივი ჩაკეტვები, რომლებსაც არანირი ახსნა არ გააჩნია… დიახ, სიფრთხილე აუცილებელია. ადამიანები უჭკუოები არ არიან და საკუთარ თავს მინისტრზე უკეთესად გაუფრთხილდებიან. მაგრამ, საყოველთაო დახურვა მცირე, საშუალო ბიზნესის ნიშნავდა იმას, რომ რაღაც სხვა მოვლენასთან გვქონდა საქმე. იყო გაფრთხილება.

 

ამ ღარიბ ქვეყანაში ჩაკეტვა ადამიანების და საუბარი მუდმივად ამ პანდემიაზე ნიშნავს იმას, რომ მიზანი ძალიან ცუდი გაქვს. რაც მალე მისცემს ხელისუფლება ადამიანების საქმიანობების საშუალება მით უკეთესი მისთვისაც და ხალხისთვისაც,“ – განგვიცხადა დემურ გიორხელიძემ.

ავტორი: Prime Time


X