17:31 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

გაძვირებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი – მგზავრობა, რაშიც 20 ლარს იხდიდნენ, 50 ლარი გახდა

გაძვირებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი – მგზავრობა, რაშიც 20 ლარს იხდიდნენ, 50 ლარი გახდა

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება მიმდინარეობს.

 

დღეიდან, 1-ლი ივნისიდან მუშაობას განაახლებენ, მოლები, ღია ტიპის რესტორნები, სპორტული დარბაზები და ა.შ.

 

ასევე ნებადართულია საქალაქთშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე ჩანს, რომ მგზავრობის საფასური ზოგიერთი მიმართულებით ორნახევარჯერ გაიზარდა.

 

ეს არ ეხება საწვავის ფასის მატებას, ვინაიდან მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე საწვავის ფასი ეცემა.

 

დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნება
2020-06-01დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნება

 

როგორც სამარშუტო ტაქსების მძღოლები აცხადებენ, ფასების ზრდა გამოიწვია სოციალური დისტანციის რეკომენდაციამ.

 

მათი თქმით, არსებული ვითარების გამო იძულებულები არიან ერთ რეისზე ნაკლები მგზავრი გადაიყვანონ, შესაბამისად ფასის ზრდა ამ ფაქტორმა გამოიწვია.

 

მაგალითისთვის, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 50 ლარი გახდა. „ვიცავთ დისტანციას მხოლოდ 7 მგზავრი გადაგვყავს და ბუნებრივია ფასებმაც მოიმატა“, – გვეუბნება ერთ-ერთი მძღოლი.

 

მოსახლეობა აცხადებს,რომ იძულებულნი არიან გაძვირებული ტარიფით იმგზავრონ, რადგან კომენდანტის საათის და არსებული საგანგებო მდგომარეობის გამი ისედაც 2 თვე ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას.

 

რაც შეეხება კახეთს, თელავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა 30 ლარი გახდა.​ თბილისის მიმართულებით მოძრავმა ტაქსებმა, მგზავრობის ღირებულება ჯერ ხუთი, შემდეგ კი ათი ლარით გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ გაძვირდა.

 

„მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანის ნებას როცა გაძლევენ, მეტი გზა არ არის. მოვხსნიდი ტაქსის ტრაფარეტს, მაგრამ გომბორის ტეკზე, ყველა ტაქსის ნომერი უწერიათ“, – განაცხადა ერთ- ერთმა ტაქსის მძღოლმა.

 

მგზავრობის გაძვირებით უკმაყოფილოები არიან მგზავრები.

 

შეიძლება სასწავლო პროცესი გადავადდეს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
2020-06-01შეიძლება სასწავლო პროცესი გადავადდეს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

 

„ამათ სულ პრობლემები აქვთ. ახლა სარგებლობენ ვითარებით. საწვავი კინაღამ ერთი ლარით გაიაფდა. რით ვერ კმაყოფილდებიან“,- გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი ჯერ არ გაძვირებულა. როგორც ავტოსადგურ „ოკრიბაში“ გვითხრეს, ჯერჯერობით უცნობია შენარჩუნდება თუ არა მგზავრობის ფასი.

 

განსხვავებული ვითარებაა ე.წ მინივენებით მგზავრობაზე. ბათუმიდან თბილისში ან პირიქით, მინივენით მგზავრობისთვის 50 ლარის გადახდა მოგიწევთ.

 

მარნეულიდან თბილისამდე ერთი ადამიანის მგზავრობა 10 ლარი ღირს.

 

მარნეული თბილისის ხაზის სამარშუტო ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო მხოლოდ ორი მგზავრის წაყვანის უფლება აქვთ და ამაზე ნაკლებ ფასად ვერ ივლიან.

 

„მგზავრებიც ცოტაა და ამიტომ 10 ლარად დაგვყავს ერთი ადამიანი, მარნეულიდან თბილისამდე რომ ჩავიდეთ რამე ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს, ოჯახები ხომ უნდა ვარჩინოთ“, –  განაცხადა სამარშუტო ტაქსის მძღოლმა.

 

აღსანიშნავია, რომ მარნეულიდან თბილისამდე მგზავრობა 2 ლარი და 50 თეთრი ღირდა. მარნეულის სოფლებიდან თბილისამდე მარშუტკები დადიოდნენ თუმცა,  უცნობია როდის განაახლებენ მუშაობას.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X