fbpx
00:14 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

„გაძღა „ვაჟკაცი“ და გაისროლა, მინდა დაისაჯოს ულამაზესი დედაჩემის მკვლელი! – თიკა მახალდიანი

„გაძღა „ვაჟკაცი“ და გაისროლა, მინდა დაისაჯოს ულამაზესი დედაჩემის მკვლელი! – თიკა მახალდიანი

თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერსაა ჩანიშნული. ამასთან დაკავშირებით მომღერალი სოციალურ ქსელში წერს:

 

„20 ში სასამართლოა… შეიძლება საბოლოოც, არ ვიცი რა მოხდება, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება არასადაოდ ცნო და ეთანხმება გამოძიებას.დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც საჭიროა და ჩემი ოჯახის და გულშემატკივარი ხალხის (ვიცი, რომ ძალიან ბევრია) დასაკმაყოფილებლდ.

 

“7 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და თურმე ამ დროს...“ – რა ხდება თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე
2020-11-16“7 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და თურმე ამ დროს...“ – რა ხდება თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე

 

დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიანი იქნება განაჩენი. მართალია, ეს ჩვენ ტკივილს ვერანაირად ვერ შეცვლის, რომელიც დღითიდღე უარესდება, მაგრამ მინდა, რომ დაისაჯოს უდანაშაულო, ულამაზესი დედაჩემის მკვლელი, რომელიც სახლში იჯდა და ემალებოდა კორონას, და კარანტინში, მეტიც კომენდანტის დროს, გაძღა „ვაჟკაცი“ და გაისროლა აღდგომის აღსანიშნავად. ხოდა დაისაჯოს, დიახ, ვითხოვ და მოვითხოვ!“, – წერს მახალდიანი.

ავტორი: Prime Time


X