18:43 | 2020-06-28 ავტორი: ნინი ტაველიძე

გადმოსვენების შემდეგ სახლში არ შეუყვანიათ, პირდაპირ სასაფლაოზე დაკრძალეს – მე-15 გარდაცვლილი პაციენტის მეუღლეც დაინფიცირებულია

გადმოსვენების შემდეგ სახლში არ შეუყვანიათ, პირდაპირ სასაფლაოზე დაკრძალეს – მე-15 გარდაცვლილი პაციენტის მეუღლეც დაინფიცირებულია

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი – 82 წლის მამაკაცი დღეს, 28 ივნისს სოფელ აბულში დაკრძალეს.

 

ქართველი ემიგრანტი ქალის ცხედარი, რომელიც იტალიიდან ზუგდიდში უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა
2020-06-28ქართველი ემიგრანტი ქალის ცხედარი, რომელიც იტალიიდან ზუგდიდში უნდა ჩამოესვენებინათ, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა

 

იგი კორონავირუსით სომხეთში დაინფიცირდა. საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ კი, კარანტინში იმყოფებოდა.

 

„ახალქალაქის სოფელ აბულიდან არის, მაგრამ სომხეთში იყო, იქ დაავადდა, საზღვარზე რომ გადმოვიდა, კარანტინში გაუშვეს და იქ აღმოაჩნდა კორონავირუსი.

 

დღეს დამარხეს აბულში, გადმოსვენების შემდეგ სახლში არ შეუყვანიათ, პირდაპირ სასაფლაოზე დაკრძალეს“,- ამბობს ახალქალაქის მერი, იური უნანიანი.

 

როგორც ექიმები განმარტავენ, ორი კვირის განმავლობაში პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რადგან სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა: „პაციენტი კლინიკაში შემოსული იყო 14 ივნისს, გადმოყვანილი იქნა დადასტურებული დიაგნოზით, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან.

 

პაციენტი 14 ივნისიდან 27 ივნისამდე აპარატზე იყო შეერთებული.

 

იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ჰქონდა სხვადასხვა ორგანოს ქრონიკული დაავადება, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა.

 

ინფიცირების წყაროს დაზუსტებით ვერ გეტყვით, გვაქვს ინფორმაცია, რომ გადმოსული არიან სომხეთის რესპუბლიკიდან“,- განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ.

 

82 წლის მამაკაცი სომხეთში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

 

ამ ეტაპზე, მისი ცოლიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს: „გარდაცვლილის მეუღლეც ჩვენთან, კლინიკაში მკურნალობს. ისაა ასაკოვანი, 84 წლის ქალბატონი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

ის, ასაკიდან და არსებული თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. მას აქვს გულის მძიმე მიმდინარეობის უკმარისობა, პიპერტენზია“,- აცხადებს მუმლაძე.

 

კარანტინში იმყოფება მათი შვილიც, რომელიც მამის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა: „შვილმა იცოდა, რომ ცუდი მდგომარეობა იყო და რუსეთიდან ჩამოვიდა, ისიც კარანტინშია და რამდენიმე დღე კიდევ დარჩება“, – ამბობს ახალქალაქის მერი.

 

წყარო – სამხრეთის კარიბჭე

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X