fbpx
09:34 | 2020-08-03 ავტორი: Prime Time

გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი! – ვანო მერაბიშვილი

გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი! – ვანო მერაბიშვილი

„ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს ქართული ოცნება – რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა. გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის“, – ასეთ პროგნოზს აკეთებს ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი თავისი განცხადებით, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

ახალაიას საიდუმლო წერილი მერაბიშვილს - როგორ გაქრა თაკო სალაყაია სკანდალური საქმიდან
2020-05-11ახალაიას საიდუმლო წერილი მერაბიშვილს - როგორ გაქრა თაკო სალაყაია სკანდალური საქმიდან

„დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.

 

განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

 

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“ – განმარტავს ვანო მერაბიშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X