23:04 | 2020-08-06 ავტორი: თამთა თორდია

„გადავრჩით, ლევანიკო უკეთაა!..“ – გოგი თოფაძე ნინო ჟვანიას შეხვდა 

„გადავრჩით, ლევანიკო უკეთაა!..“ – გოგი თოფაძე ნინო ჟვანიას შეხვდა 

გოგი თოფაძის თქმით, ლევანიკო თოფაძე უკეთაა და მას ამ დღეებში საავადმყოფოდან გაწერენ და შინ გააგრძელებენ მკურნალობას.

 

მისი თქმით, ის ნინო ჟვანიასაც შეხვდა, თუმცა დეტალებზე თუ რაზე ისაუბრეს ამაზე საუბარი არ სურს.

„მოსთოხვა სხვა მაგიდაზე გადამჯდარიყო“ - ბუსა ჟვანია თოფაძესთან ინციდენტამდე ცნობილი ადვოკატის ოჯახის წევრს დაუპირისპირდა
2020-08-04„მოსთოხვა სხვა მაგიდაზე გადამჯდარიყო“ - ბუსა ჟვანია თოფაძესთან ინციდენტამდე ცნობილი ადვოკატის ოჯახის წევრს დაუპირისპირდა

 

„გადავრჩით, ლევანიკო უკეთაა. ხვალ ან ზეგ საავადმყოფოდან გაწერენ და შინ გავაგრძელებთ მკურნალობას“,- ამბობს ambebi.ge-სთან გოგი თოფაძე.

 

ცნობისთვის, ზურაბ ჟვანიას ქვრივმა ნინო ჟვანიამ გოგი თოფაძის ოჯახს ბოდიში მოუხადა. ბუსა ჟვანიამ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევანიკო თოფაძე, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სახლში დანით დაჭრა, რის გამოც მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

შემთხვევა ახალგაზრდა გოგონას გამო მოხდა, რომელიც წლების მანძილზე ბუსა ჟვანიას შეყვარებული იყო და ორი თვის წინ დაშორდა.

 

ბუსა ჟვანიამ ყოფილი შეყვარებული ლევანიკო თოფაძესთან ერთად „მზესუმზირაზე“ ნახა, შემდეგ კი იმის გასარკვევად, რა უნდოდა მას თოფაძესთან, ბიზნესმენის შვილიშვილს სახლში მიაკითხა და დაჭრა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X