00:19 | 2020-06-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“გადავრჩით და გამოვძვერით!!!“ – თამარ ივერის დედას თავდაპირველად შეცდომით მკურნალობდნენ

“გადავრჩით და გამოვძვერით!!!“ – თამარ ივერის დედას თავდაპირველად შეცდომით მკურნალობდნენ

სოპრანო თამარ ივერმა ახლახან სოციალურ ქსელში დედის გამოჯანმრთელების შესახებ პოსტი დაწერა და ექიმებს მადლობა გადაუხადა.

 

ორი კვირის წინ მომღერალი 84 წლის დედის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შეწუხებული წერდა. როგორც ის “პრაიმტაიმთან” ამბობდა, ქალბატონ მერის ყელში ეროზია, ფილტვებში კი წყალი ჰქონდა ჩამდგარი.

 

2020-06-19"დედიკო, ჩემო ცხოვრებავ, არ დამტოვო" - თამარ ივერის ემოციური მიმართვა დედას

 

ამჯერად, ივერი დედის გამოკეთებით გამოწვეულ სიხარულს “ფეისბუქის” მეგობრებს უზიარებს და წერს, რომ დედამისს თავდაპირველად მხოლოდ პლევრიტზე მკურნალობდნენ.

 

“გადავრჩით და გამოვძვერით!!!
უსაზღვრო და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მედიცინის “ჯადოქარს” ბატონ დავით აბულაძეს.

 

სწორედ მის მიერ დაჟინებით მოთხოვნილმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და ზუსტმა დიაგნოზმა განაპირობა დედას პრობლემის აღმოჩენა, თორემ მას მხოლოდ ფილტვებზე, პლევრიტზე და საყლაპავი მილის სოკოზე მკურნალობდნენ, არადა, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი საყლაპავი მილის ჩაბლოკვა ყოფილა, საჭმელი კუჭში ვერ აღწევდა და უკან ამოდიოდა.

 

საოცრებაა, როდესაც ადამიანი პროფესიონალების ხელში ხვდება. საოცარი შედეგი დადო ასევე ქირურგმა ბატონმა მალხაზ კუჭაშვილმა, ვინც უშუალოდ ჩაატარა დედას საყლაპავ მილში ქირურგიული ჩარევა. არადა, გადარჩენის და მისი გადატანის ამბავი, 84 წლის მწოლიარე ქალისთვის, 50/50-ზე იყო.

 

მადლობა ექიმებო, თქვენ დედიკო გადამირჩინეთ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მამხნვებდა და გვერდში მედგა ჩემს მძიმე წუთებში” – წერს ივერი სოციალურ ქსელში.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები