12:46 | 2020-03-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გადავადება განვადებებს და საკრედიტო ბარათებსაც შეეხება – „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი

„თიბისი ბანკმა“ გამოიჩინა კეთილი ნება და გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცახდა.

 

მისივე თქმით, სესხების გადავადება ეხება როგორც პროცენტს, ასევე ძირ თანხას.

 

„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომელსაც ვესწერებოდით სამი მსხვილი ბანკი, რეგულატორი და მთავრობა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მსხვილი გამოწვევა დღეს ბოლო კვირეების განმავლობაში კორონავირუსი ამასთან დაკავშირებით გადავდეთ ბიზნესი და ვფიქრობთ, რომ ახლა მთავარია გამოწვევას დავხვდეთ მომზადებულები. მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს მიკრო, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი ბიზნესები, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების შეკრების ადგილებთან, ყველას შევთავაზოთ სამ-თვიანი პროლონკაცია(გადავადება/პერიოდის გაგრძელება). როგორც პროცენტზე, ანუ ძირზე ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ არგადახდას. ყველას, ვისაც სურვილი ექნება განაგრძოს გადახდები, ამის შესაძლებლობა იქნება. ეს შეეხება არა მარტო ფიზიკურ პირებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის ყველა წარმომადგენელს. ეს იქნება სამ თვიანი გადავადება და კონკრეტული ინსტრუქციები ორშაბათიდან გაიცემა თითო მსესხებელზე. პირობა ეხება ყველა ტიპის მსესხებელს, მათ შორის განვადებებს“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სესხების გადახდა სამი თვით თიბისი ბანკმაც გადაავადა
2020-03-13სესხების გადახდა სამი თვით თიბისი ბანკმაც გადაავადა
მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს ბანკის სესხი მაისამდე გადაავადონ
2020-03-13მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს ბანკის სესხი მაისამდე გადაავადონ

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X