20:46 | 2021-10-17 ავტორი: Prime Time

გადავა თუ არა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე – რა ხებოდა გასულ წელს, როცა საკოორდინაციო საბჭომ ონლაინ სწავლების გადაწყვეტილება მიიღო

გადავა თუ არა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე – რა ხებოდა გასულ წელს, როცა საკოორდინაციო საბჭომ ონლაინ სწავლების გადაწყვეტილება მიიღო

რამდენიმე საათის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ამ შემთხვევაში, მან სკოლის პედაგოგებს მიმართა.

 

მისივე თქმით, თუ პედაგოგები არ აიცრებიან, ბავშვები სკოლაში სწავლას ვეღარ შეძლებენ.

 

“კიდევ ერთხელ მივმართავ პედაგოგებს, ავიცრათ, თუ გვინდა, რომ სწავლა იყოს უსაფრთხო და ბავშვებმა ისწავლონ სკოლაში” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დღეს, კორონავირუსით ინფიცირების 4591 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 28.

 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში – 662 334-ია, ბოლო 24 საათში – 4 581.

 

გასულ წელს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო სკოლები 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სრულად სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადავიდა.

 

ეს ცვლილება საქართველოს 9 დიდ ქალაქს შეეხო..

 

იმ დროისთვის, როცა საკოორდინაციო საბჭომ სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში თითქმის ისეთივე მძიმე ეპიდსიტუაცია იყო, როგორც – ახლა.

 

კორონავირუსით ინფიცირებული იყო – 44 522

 

გამოჯანმრთელებული – 28 633

 

მათ შორის გარდაცვლილი – 362.

 

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X