16:27 | 2020-04-14 ავტორი: ლიზი მეტრეველი

გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს – მეუფე დავითი ინფიცირებულ სასულიერო პირზე საუბრობს

გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს – მეუფე დავითი ინფიცირებულ სასულიერო პირზე საუბრობს

ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევა და ის სიფრთხილე, რაც თითოეულ ავადმყოფს ევალება,– ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

 

თუ გაქვს სიცხე არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ტაძარში ან სამსახურში. ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

მე არ ვიცი რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს.

 

ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, მრევლს ავუკრძალოთ მოსვლა, არ იქნება მართალი.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახური კორონავირუსით დაინფიცირდა.

 

სასულიერო პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მოგვიანებით მან პირველი კომენტარი გააკეთა.

 

ცნობისთვის,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები