12:30 | 2020-07-14 ავტორი: Prime Time

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება. სეზონის ამ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე ნადირობის ვადა და 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე პერიოდით განისაზღვრა.

 

ბოლო წლებში, ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება.

 

ჩვეულებრივი გვრიტის სახეობის პოპულაციის შემცირების გამო კი, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი 10-იდან 5 ინდივიდამდე შემცირდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X