12:34 | 2020-04-06 ავტორი: Prime Time

გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდება – ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდება – ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული გამოცდების თარიღის შეცვლა არ განიხილება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ტელესკოლის პროექტის ფარგლებში, განსაკუთრბეული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც ისინი სპეციალისტებისგან იღებენ ინფორმაციას გამოცდების შესახებ.

 

„ჩვენ გავახანგრძლივეთ რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არ ეხება გამოცდების თარიღს. გამოცდების გადაწევა არ განიხილება“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X