17:48 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

გადაირია ექიმი, თქვენ, რატომ უნდა გამიკეთოთ კლიზმა, იქით ვაკეთებთ კლიზმებსო – სახალისო ამბავი ინფექციური საავადმყოფოდან

გადაირია ექიმი, თქვენ, რატომ უნდა გამიკეთოთ კლიზმა, იქით ვაკეთებთ კლიზმებსო – სახალისო ამბავი ინფექციური საავადმყოფოდან

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს.

 

გიორგი ბერიძე ყვება, რომ ერთ-ერთ რეჟისორს სამედიცინო პერსონალზე კლიპის გადაღება უნდოდა და ამის სათხოვნელად, ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს დაურეკა, რომელმაც სიტყვა კლიპის მაგივრად, შეცდომით „კლიზმა“ გაიგო:

 

„მირეკავს სამედიცინო პერსონალი: ვიღაც რეჟისორმა დამირეკა კლიზმის გაკეთება მინდა თქვენზეო… გადაირია ეს ქალი-თქვენ რატომ უნდა გამიკეთოთ კლიზმა, იქით ვაკეთებთ კლიზმებსო… ახლა რეჟისორი გადარეულა – არ მინდა ქალბატონო კლიზმის გაკეთებაო.. გადავურეკე ამ რეჟისორს… ეჰ, დაღლას რა ვუთხარი – კლიპის გადაღება სდომებია და კი დაკარგა ყველაფრის სურვილი კლიზმისაც და კლიპისაც…“ – წერს გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X