20:45 | 2020-09-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გადაიდება თუ არა სწავლა სკოლაში, სადაც პედაგოგს COVID-19 აღმოაჩნდა

გადაიდება თუ არა სწავლა სკოლაში, სადაც პედაგოგს COVID-19 აღმოაჩნდა

პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლის პედაგოგს ვირუსული ინფექციის სიმპტომები გამოუვლინდა და მას ​კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

 

პედაგოგი ამ დროისთვის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და ის შესაბამისი მკურნალობის კურსს გადის.

 

სკოლაში ზარი არ დაირეკება?! - ქცევის ახალი წესები სასწავლო დაწესებულებებში
2020-09-07სკოლაში ზარი არ დაირეკება?! - ქცევის ახალი წესები სასწავლო დაწესებულებებში

 

სწავლის დაწყების თარიღზე მოახსენს თუ არა ინფიცირების ეს შემთხვევა გავლენას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც  „პრაიმტაიმს” ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმღძვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, ისინი შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 

„რაც შეეხება ამ სკოლაში სასკოლო პროცესის გადადებას, ამის შესახებ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ველოდებით მინისტრის გადაწყეტილებას”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +