21:00 | 2020-03-13 ავტორი: თამთა თორდია

გადაავადებენ თუ არა სესხებს მიკროსაფინანსო ორანიზაციები

გადაავადებენ თუ არა სესხებს მიკროსაფინანსო ორანიზაციები

გეგმავენ თუ არა შეღავათების შეთავაზებას თავიანთი კლიენტებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები? „კომერსანტს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ განუცხადა, რომ მისო-ები მსგავს შეღავათებს თავიანთ მომხმარებლებს აქამდეც სთავაზობდნენ.

 

„დიდი სიახლე ამაში არ არის, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აქამდეც ახდენდნენ სესხების გადავადებას, მათ შორის სასესხო ვალდებულებებზე საშეღავათო პერიოდს, რომელსაც ხშირად იყენებენ მაგალითად სოფლის მეურნეობის შემთხვევაში. ამ ეტაპზე კიდევ რაიმე სიახლეებზე საუბარი არ არის“, – განმარტა ბესო შენგელიამ.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი შეღავათები მოკროსაფინანსო ორგანიზაციებს დიდი ხანია აქვთ და ეს მათთვის სიახლე არ არის.

 

„ჩვენც ვგეგმავთ თემის განხილვას თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად ჩვენს კლიენტებს. ბანკებმა რაც გააკეთეს სამთვიანი შეღავათიანი პროცენტი, ჩვენ ეს პროდუქტი უკვე 5 წელია გვაქვს. ნებისმიერ სალომბარდე სესხზე გვაქვს 3 თვიანი შეღავათი, როცა იღებთ სესხს, თქვენი არჩევანის საფუძველზე შეგიძლიათ სამი თვე არ გადაიხადოთ და არც პროცენტი დაგერიცხებათ. ჩვენი მომდევნო ნაბიჯი იქნება, რომ თითოეულ კლიენტთან გვექნება ინდივადუალურად საუბარი თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად“, – განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.

 

ცნობისთვის, თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა, ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X