23:18 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

გაჩუმებას აზრი აღარ აქვს – რას ამბობს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გაგნიძის და

გაჩუმებას აზრი აღარ აქვს – რას ამბობს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გაგნიძის და

29 წლის არჩილ გაგნიძე, მორაგბე, ერთ-ერთია იმ ხუთი ბრალდებულიდან, რომლებსაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ედება ბრალად.

 


გამოძიება ამბობს, რომ სწორედ მან და მასთან ერთად მყოფმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მოუჭრეს გზა არაგვის ხიდის ქვეშ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და ალყაში მოაქციეს „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ სხვა მდევრებთან ერთად.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ გაგნიძეს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელის. არჩილ გაგნიძის დის ინტერვიუს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

თინათინ გაგნიძე ბათუმში იყო, დედამ რომ შეატყობინა, არჩილი გამოკითხვაზე დაიბარესო. დედამ თინათინს უთხრა, რომ შვილის პოლიციაში დაბარების მიზეზი არ იცოდა. არჩილ გაგნიძე პოლიციაში 20 ივნისს გამოკითხეს. თინათინი იმავე დღეს წამოვიდა ბათუმიდან.

ექვსივეს დაწვის კი არა, მანქანის დაწვის სურვილიც მექნებოდა - რას წერს ციხიდან ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი
2020-08-26ექვსივეს დაწვის კი არა, მანქანის დაწვის სურვილიც მექნებოდა - რას წერს ციხიდან ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი

 

პოლიციიდან დაბრუნებულ ძმას, გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი და დეტალები ჰკითხა. სწორედ ასე გაიგო თინათინმა, რომ მისი ძმა მცხეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმეზე გამოიკითხა:

 

„მითხრა, არ ვიცი, მეკითხებიან ბავშვზე, რომელიც იმ ღამეს დაიკარგა, როცა ჩვენ მცხეთის მაგისტრალზე ვიყავით, მაგრამ მისი გაუჩინარების მიზეზების შესახებ არაფერი ვიციო.

 

ჩემმა ძმამ მეც ზუსტად ის ამბავი მომიყვა, რასაც გამოძიებას უყვება. მთელი ის დღეები მშვიდად იყო, რადგან იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია და ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მოვლენები ასე შეიძლებოდა განვითარებულიყო.

 

უბრალოდ, ჩვენ ყველანი, ისევე როგორც სხვები, იმაზე ვდარდობდით, რომ ბავშვი იყო დაკარგული და მის გამოჩენას ველოდით“, – ამბობს თინათინი, რომელიც როგორც სხვა ბრალდებულების ოჯახის წევრები, დარწმუნებულია, რომ მას ძმას გიორგი შაქარაშვილი არ მოუკლავს, რადგან ამის არანაირი მოტივი არ ჰქონდა.

 

***

 

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი მას მოიხსენიებს კუნთმაგარ ბიჭად, რომელიც ყველაფრის ჩამდენია. კუნთმაგარი ბიჭი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შეგიძლია მოკლა. ჩემ ძმას მთელი ცხოვრება შრომაში აქვს გატარებული, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ინსულტის შემდეგ მამა დაგვიინვალიდდა.

 

როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო - რას ამბობს ბოლო ჩვენებაში გური ამირხანაშვილი
2020-08-20როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო - რას ამბობს ბოლო ჩვენებაში გური ამირხანაშვილი

 

ხან მშენებლობაზე მუშაობს, ხან გზების სამღებრო სამუშაოებზე, ტაქსის მძღოლიც იყო, ნარჩენებიც კი გაუტანია თავისი ზურგით. თავისი შრომით შოულობდა ჩვენთვის სარჩო-საბადებელს. მამაჩემის წამლის ფული იყო თუ ოჯახში სხვა რაიმე საჭიროება, თავისი შრომით ყიდულობდა. პატიოსანი და მორწმუნე ადამიანია. მოიკითხეთ ვინ არის, როგორი ადამიანია“.

 

თინათინ გაგნიძის თქმით, აქამდე ოჯახი ჩუმად იყო, რადგან სჯეროდათ, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მის ძმას განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა, გადაწყვიტეს, რომ გაჩუმებას აზრი აღარ აქვს:

 

„იმდენი ქნა გამოძიებამ, ჩვენც თავფეხიანად ჩაგვრთო ამ გამოძიებაში. თითოეულ ფაქტს და ნიუანსს ვსწავლობთ. ვცდილობთ, რაიმე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ.

 

ეს ტრაგედია მხოლოდ გიორგის ოჯახის ტრაგედია არ არის. ეს ტრაგედია ჩვენზეც ძალიან მწარედ აისახა. არანაირი მოტივი იმისა, რომ ჩემ ძმას და „კამრის“ სხვა მგზავრებს ამ ბავშვისთვის ედევნათ და შემდეგ მოეკლათ, არ არსებობდა. მით უმეტეს, ჩემ ძმას რამდენიმე დღეში ოჯახი უნდა შეექმნა. ამ სიტუაციაში როგორ ჩაიგდებდა თავს? მამა ასეთ მძიმე მდგომარეობაში გვყავს, ამას როგორ იზამდა?“

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!