fbpx
15:25 | 2020-10-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გაათავისუფლეს ექიმი, რომელმაც ბავშვის მშობელი მამა გაბრიელის სახელით დაწყევლა

გაათავისუფლეს ექიმი, რომელმაც ბავშვის მშობელი მამა გაბრიელის სახელით დაწყევლა

ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს ექიმი, რომელმაც ბავშვის მშობელი მამა გაბრიელის სახელით დაწყევლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვის მშობელი, ეველინა ჩოხელი წერს.

 

მისივე ინფორმაციით, ბავშვებთან ურთიერთობას და მორიგეობებს ჩოამოაშორეს კლინიკის ტრავმატოლოგი დავით სუბელიანიც.

 

გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან? - რას ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში
2020-10-01გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან? - რას ამბობენ ინფექციურ საავადმყოფოში

 

„ინგოროყვას კლინიკის ხელმძღვანელობამ, მიიღო გადაწყვეტილება ფაქტებზე დაყრდნობით, გაეთავისუფლებინა სამსახურიდან პედიატრი გულიკო ოდიშვილი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა და ჩამოაშორა მორიგეობებს და ბავშვებთან ურთიერთობას ტრავმატოლოგი დავით სუბელიანი! ასევე გამოუცხადა საყვედური!

 

მინდა მადლობა გადავუხადო პედიატრიული სამსახურის უფროსს ქეთი ბარაბაძეს და მენეჯერს ნინო ქოჩორაშვილს

 

რომლებმაც ადექვატურად აღიქვეს არსებული გადაცდომა და მიიღეს შესაბამისი ღონისძიებები!

 

მე ჩემი სიმართლე დავამტკიცე და ყველა ჩვენი შვილები დავიცავი აღნიშნული ცუდი სამედიცინო სერვისისგან!

 

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

 

არ მისცეთ არავის უფლება რომ მოგექცეთ არაკეთილსინდისიერად და თუ ეს ასე მოხდა თქვენ მაინც მოექეცით სამართლებრივი კუთხით სწორად!“, – წერს ეველინა ჩოხელი. 

 

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, ეველინა ჩოხელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ხელი მოიტეხა. საავადმყოფოში მისულს ექიმმა მცირეწლოვანი ბავშვისთვის მშობლის თანდასწრებით თაბაშირის ჩასმაზე უარი განაცხადა შემდეგ კი დაემუქა. 

 

მშობლის თქმითვე, ტრამვმატოლოგთან ერთად მყოფმა პადიატრმა, იგი მამა გაბრიელის სახელით დაწყევლა. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X