23:27 | 2021-05-12 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ფულის დაზოგვის მეთოდები, ბინისა და მანქანის შესაძენად – წაიკითხეთ ეს სტატია და დაიწყეთ!

ფულის დაზოგვის მეთოდები, ბინისა და მანქანის შესაძენად – წაიკითხეთ ეს სტატია და დაიწყეთ!

ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახრხებს, დაზოგოს ფული ბინის, მანქანის შესაძენად ან და დასვენებისთვის. ყოველთვის არსებობს მიზეზი, რომ ხელფასიდან გარკვეული თანხა არ გადადოთ… თუმცა, სპეციალისტები გვირჩევენ, როგორ შეიძლება მიაღწიო დასახულ მიზანს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი მიუღწეველად მიგაჩნია?

წაიკითხეთ ეს სტატია და და დაიწყეთ!


 

1. პრიორიტეტები

დადგა დრო, როგორც ამბობენ, ფულს „თვალებში ჩახედოთ“: გამოყავით დრო და გამოთვალეთ თანხები: ფულადი სახსრები (შემოსავაი), საბანკო ბარათებზე ნაშთი (ნუ დაივიწყებთ საკრედიტო ლიმიტებს), ანაბრები, საპენსიო დანაზოგები და ა.შ. მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომელ ფინანსურ სიმაღლეზე ხართ.

 

2. ყველაფერი ჩამოწერეთ

არა მხოლოდ შემოსავალი და ხარჯები, არამედ ჩამოწერეთ თქვენი აზრებიც კი, ამ საკითხზე. ამას დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ ხელს უწყობს მთლიანი სურათის დანახვას. ასევე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ ბარათების PIN- კოდები, საბანკო ანგარიშებიდან მიღებული პაროლები და სხვა. უბრალოდ არ შეინახოთ ეს ინფორმაცია იქ, სადაც თაღლითს ხელი მიუწვდება.

 

3. მორალური მზადყოფნა

დასხედით და გააანალიზეთ წარსული, რომელი ფინანსური გადაწყვეტილებები იყო სწორი და რომელი – არა. რისი გეშინია, როდესაც სიტყვა „ფული“ გესმის? რომელი ხარჯის შემცირება შეიძლება და რომლის – გაზრდა? დაბოლოს, რა უშლის ხელს დასახულ მიზანს?

 

4. პრობლემების იდენტიფიცირება

როდესაც გაიგებთ, რას აკეთებთ არასწორად, პრობლემასთან გამკლავება უფრო იოლდება. მაგალითად, თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო და ინფორმაცია, ხარჯავთ ფულს ყველანაირ სისულელეზე, ოჯახის წევრები და მეგობრები ფულს თქვენგან სესხულობენ და უკან არ აბრუნებენ. ჩამოწერეთ ყველა სადავო საკითხი, რაც დაგეხმარებათ წინსვლაში.

 

5. იპოვეთ გამოსავალი

ეს, ალბათ, პროექტის ყველაზე რთული ნაწილია, მაგრამ ამის გარეშე ვერ შეძლებთ. მაგალითად, თუ არ იცით, რაში უნდა დააბანდოთ ფული, კარგი იქნება ბანკში კონსულტანტებთან საუბარი. საქართველოში ეს ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ შეგიძლიათ, ინფორმაცია მიიღოთ, მსჯელობისთის. თუ პრობლემა ისაა, რომ ხელფასი არ გყოფნით, დაივიწყეთ მიკრო სესხები და გამოიყენეთ, მაგალითად, უფასო საშეღავათო პერიოდი საკრედიტო ბარათზე ან ნივთები შეიძინეთ განვადებით.

 

Как сэкономить деньги на мобильной связи

 

6. გააგრძელეთ შემოსავლებისა და ხარჯების დათვლა

უმჯობესია, ამაზე ორი წუთი დახარჯოთ, მაგრამ ყოველდღე. გრძელვადიანი დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ სწრაფად მიიღებთ ზოგად წარმოდგენას თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანი ხარჯების აღნიშვნა შეგიძლიათ ასო „ა“ -თი, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯი, რაც რაიმე სურვილის დასაკმაყოფილებლად გაიღეთ, „ბ“-თი და ყოველ კვირას შევაჯამოთ, თუ რამდენი დაიხარჯა „სურვილებში“ და არის თუ არა ეს ყველაფერი ნამდვილად საჭირო.

 

7. დათვალე დრო

ახლა, როდესაც ფინანსური მდგომარეობა გასაგებია და სწორი მიმართულებით მიდიხართ, გაითვალისწინეთ, როდის შეძლებთ მიზნის მიღწევას. უმჯობესია დაყოთ ის რამდენიმე მცირე მიზნად, შემდეგ წარმატება უფრო აშკარა იქნება.

 

8. მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილებები

ახლა, როცა ასრულებული სურვილების კატეგორიის ჩამონათვალი უკვე გაქვთ, როცა დახლზე რაიმე ნივთს დაინახავთ, სანამ სალაროში გაიქცევით და დაუყოვნებლივ იყიდით, საკუთარ თავს ჰკითხავთ „მჭირდება ეს?“ ადვილია, პასუხი „დიახ“, მაგრამ თუ დასახულ დიდ მიზანს გაიხსენებთ (ბინა, მანქანა, დასვენება), პასუხი შეიძლება განსხვავებული იყოს.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X

error: Content is protected !!